ფორუმ-თეატრი (76)
ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).
ზაფხულის ცხელ დღეებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა. პირველი - წყალტუბოს სანატორიუმის პარკში, მეორე - ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში.
მაყურებელი ძალიან აქტიური იყო, სცენებშიც და დისკუსიაშიც ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა შეძლეს კონფლიქტის თავიდან აცილება. ქალებმა საინტერესო ისტორიები გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან. ეგ არის, რომ ორი მამაკაცი იდგა ჩუმად. ეს იყო ძალიან თვალში მოსახვედრი სურათი.
ფორუმ-თეატრის ჩვენებები ჩატარდა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლებში. ნათამაშები იყო 10-ზე მეტი სცენა. დისკუსია აქტიურობით გამოირჩეოდა, პედაგოგებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდა მსახიობებმა განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს დედა-შვილის ურთიერთობა, რამაც დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ქუთაისში, ე.წ. სიყვარულის პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის ჩვენება, 6 წარმოდგენა, რომელმაც გამოიწვია საინტერესო დისკუსიები.
მაყურებელთა შორის იყო ასაკოვანი ქალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა მაყურებელს. დისკუსიაში ჩაერთნენ ახალგაზრდებიც.
ფორუმ თეატრის წარმოდგენები, საზოგადოებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.
დასასრულს მიუახლოვდა პროექტი „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“.
თებერვლის თვეში გაიმართა ფორუმ-თეატრის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდებთან სხვადასხვა სახის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ინტერესი ყველგან დიდი იყო, რადგან კონფლიქტი თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
დისკუსიები მოეწყო ოზურგეთის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში, ბათუმის უნივერსიტეტში, სენაკის, ხონის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
იანვარში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისში, სიყვარულის პარკში და წყალტუბოს მე-3 სკოლაში.
ფორუმ-თეატრის გამოსვლა ეფექტურია ღია ცის ქვეშ, გამვლელები ჩერდებიან და ინტერესით უყურებენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოდგენა და დისკუსია სკოლის მოსწავლეებთან.
წყალტუბოში ძალიან მოეწონათ ფორუმ-თეატრი და გამოითქვა მსგავსი თეატრის ჩამოყალიბების სურვილი.
ქუთაისი. სიყვარულის პარკი. ფორუმ-თეატრის ექვსი წარმოდგენა - საინტერესო გარემო, მაყურებელთა ჩართულობა, აქტიური დისკუსიები, მოწონება, ანალიზი, საკუთარი ისტორიების მოყოლა.
მაყურებლის აქტიურობა იგრძნობოდა ყველა წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული გავლენა განაპირობა დედა-შვილის ურთიერთობის სცენამ.




ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მორიგი გასვლა მოხდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა ძალადობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია, იყო ჩართულობა შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან, გამოჩნდნენ მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ყველაფერმა ამან საინტერესო ატმოსფერო შექმნა.
