აფხაზეთის ომის შემდეგ სოფელში გადავიდნენ, სკოლა დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
მუშაობა დაიწყო სკოლაში და პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „GEA XXI“ -ში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად.
პირველი მისი პროექტი ორგანიზაციამ „გლობალფონდი ქალებისათვის“ მოიწონა აფხაზეთიდან დევნილ ქალთა დასახმარებლად, რომლებიც მდინარისგაღმა იმყოფებიან.
მერე იყო დანიური საბჭოს მიერ მოწყვლადი მოსახლეობის ფინანსური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული კონკურსი და კიდევ ერთი გამარჯვება. პროექტის ფარგლებში შეძენილი მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი, ასაწყობი დაზგა-დანადგარები, მუდმივი მონიტორინგის და განახლების საფუძველზე, დღემდე ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.
დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტით- თაფლის წარმოების განვითარება და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობით დიდი გამოცდილება მიიღო.
პარალელურად, მაია ქარდავას ოჯახი 350 ძირი იტალიური ჯიშის თხილნარს უვლის და სოფლის ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს.
„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რომლებიც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთული მისაღწევია“.
„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად? მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა, ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“.
„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფი ერთიანდება და ეს დიდი ძალაა“.
ეს არის ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები. დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის მორიგი მე-6 ტრენინგი 13-14 მაისს ჩატარდა თემაზე „კოალიცია და ქსელები“.
მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანების ფორმებს, გუნდური მუშაობის დაგეგმვას და რესურსების სწორად განაწილებას.
ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა საკითხის უფრო კარგად გააზრებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“ - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობას https://sosfsokhumi.ge/
ასევე, ქალთა კლუბის ერთ-ერთმა მონაწილემ - ნათია ჯიმშელეიშვილმა ისაუბრა საკუთარ წარმატების ისტორიაზე, განვლილ გზაზე - თუ როგორ მიაღწია ყველაფერს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები: მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციას და ეფექტიან რეაგირებას ქალთა დასაქმების ხელშეწყობის - ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით. ასევე მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ძალადობის პრევენციისთვის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში ბაღდათში ჩატარდა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები. შეხვედრის ორგანიზატორია ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების პრობლემის შეფასებისთვის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობას: ბავშვთა მოვლის რა სერვისები არსებობს, რა უნდა დაიხვეწოს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. როგორც აღინიშნა, კვლევამ ზუსტად ის მიგნებები გამოკვეთა, რაც ამ კუთხით რეალურად ბარიერს წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფის ქალებისთვის.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე. დაფიქსირდა, რომ საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, რადგან ეფექტიანი შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა აპრილში გამართული ტრენინგები შეაფასეს და მიღებული ინფორმაციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
„მე არ მაქვს შესაძლებლობა, ასეთი თემატური ტრენინგები მოვისმინო. ამიტომ ეს ჩემთვის არის კარგი შანსი, უფრო მეტად ვიყო ინფორმირებული“.
„ტრენინგების ციკლი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და პრობლემების ადვოკატირებაში პრაქტიკულად ჩავერთოთ“.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ახალ სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიზრდება მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ნონა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში. ქალი-მერის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით - ქალი-მოქალაქეების საჭიროებების გამოსავლენად და მხარდასაჭერად.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ სოციალურ ფილმს, რომელიც ეყრდნობა ჩვენი მონიტორინგის ანგარიშს „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“.
კვლევას გაეცნობით აქ - http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12137-2022-03-14-15-32-16
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბელა შათირიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში. ქალი-მერის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით - ქალი-მოქალაქეების საჭიროებების გამოსავლენად და მხარდასაჭერად.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისის პირველ რიცხვებში სამი ტრენინგი გაიმართა აქტუალურ თემებზე: ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში და კონფლიქტის მართვის გზები. სენაკის და ზუგდიდის ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ადგილზე ჩატარდა საინტერესო ტრენინგები დისკუსიებით და როლური თამაშებით. ვანის ახალგაზრდულ ჯგუფთან კი მუშაობა ონლაინ წარიმართა, არანაკლები აქტიურობით.
სამივე შეხვედრას 65 მონაწილე ესწრებოდა. ყველა მათგანისთვის ეს არის სივრცე წარმატებულ თანატოლებთან შეხვედრის, მნიშვნელოვანი ამბების გაგების და ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ამიტომაც მოუთმენლად ელოდებიან ყოველ მორიგ შეხვედრას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)