ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის და კლინიკა „ბომონდის“ დირექტორის მოადგილეებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის“ შესახებ. ორივე კლინიკა აპირებს, აქტიურად ჩაერთოს ფონდი „სოხუმის“ სატრენინგო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციისა და დახმარების საკითხებზე.
პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის" ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სამედიცინო კლინიკა „უნიქალ მედის“ დირექტორს - შოთა მარუაშვილს შეხვდნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
- რამდენად მაღალია მომართვიანობა, როგორ ხდება ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება სამედიცინო პერსონალის მიერ, - საუბარი ამ საკითხებზე გაიმართა.
კლინიკის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ფონდ „სოხუმთან“ და ჩაერთოს სატრენინგო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებზე.
ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა სექტემბერში მოძალადის რეაბილიტაციის საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. თვისობრივი ინფორმაციის შეგროვების მიზნით ჩატარდა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ქუთაისში, პრობაციის სააგენტოს პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვის“ ბენეფიციარსა და სააგენტოს ოფიცერთან. ფოთსა და წყალტუბოში კი გაიმართა ფოკუს-ჯგუფები, რომელსაც ესწრებოდნენ ადვოკატები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პრობაციის ბიუროს და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრებზე გამოიკვეთა ამ კუთხით არსებული გამოწვევები, ხაზი გაესვა პრობაციის პროგრამის ეფექტურობას. ერთსულოვანად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია რისკ-ფაქტორის ოჯახებთან მუშაობა და განსაკუთრებით ისეთი პროგრამების ინიცირება, რომელიც წყვილებთან მუშაობას მოიაზრებს.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „ბიჭვინთაში“. ისაუბრეს პროექტზე „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“, რომელიც მოიცავს მედიცინის მუშაკთა მომზადებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარებისათვის. ცენტრის პერსონალი ინტერესით ჩაერთვება მუშაობაში, რადგან ეს გამოცდილების მიღების კარგ შესაძლებლობად მიაჩნიათ.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის 12 სექტემბერს თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
შეთანხმება შედგა შემდეგზე: სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელდეს ერთობლივი პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 ტრენინგის ჩატარება: გენდერული საბჭოს წევრებისთვის, მერიის სამსახურის ხელმძღვანელების და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და თემის მაჟორიტარებისათვის. განსაზღვრულია ტრენინგის თემა: გენდერი, გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც რეფერირების ერთ-ერთი სუბიექტის, როლი.
პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია სენაკის მუნიციპალიტეტის 14 თემში გამოკითხვის ჩატარება ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის და შემდგომში მისი პუბლიკაციის მიზნით.
პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან. პირველი შეხვედრა გაიმართა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის თანამშრომლებთან. ე.წ. „სასწრაფო დახმარების“ ექიმები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით მუშაობა აქტუალურია. ისინი მოტივირებულები არიან, დაესწრონ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, კოლეგებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, რათა ეფექტური იყოს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და დახმარება მსხვერპლის მიმართ.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
მედიცინის მუშაკებს დიდი როლი აქვთ ძალადობის პრევენციის საქმეში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფონდმა „სოხუმმა“ მათთან მუშაობა.
სექტემბრიდან დაიწყო შვიდთვიანი პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“. პროექტი ქუთაისში ხორციელდება და მის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის, შეხვედრა რეფერალური მექანიზმების სუბიექტებთან. გამოიცემა გზამკვლევი მედმუშაკებისთვის, რომელშიც ბევრ აქტუალურ და საჭირო მასალასთან ერთად იქნება საკონტაქტო ინფორმაცია, ვის მიმართონ ძალადობის შემთხვევაში.
10 სექტემბერს ფონდ „სოხუში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, აქტივობების ჩატარების გეგმა.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
ქალთა კოალიციამ „ქალი და მშვიდობა“ - ადამიანის უსაფრთხოებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში დაადასტურა ერთად მოქმედების სურვილი და ჩაატარა მუშაობა კოალიციის გაფორმების კუთხით, შეიმუშავა და მიიღო: კოალიციის დებულება, სტრატეგია და 01.05.18 - 30.04.19 პერიოდის სამოქმედო გეგმა.
კოალიციის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ინფორმირების დონე კონფლიქტისა და კრიზისული სიტუაციების პრევენციაში ქალის როლის მნიშვნელობის შესახებ.
ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს და აღრმავებს სამშვიდობო საქმიანობას დასავლეთ საქართველოში პროექტის „ქალთა კოალიცია ადამიანის უსაფრთხოებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში“ ფარგლებში. ამ მიზნით დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაციაში შეიკრიბნენ თანამოაზრეები და დაფუძნდა კოალიცია „ქალი და მშვიდობა“. ერთად მუშაობის სურვილი კოალიციის წევრებმა გაამყარეს მემორანდუმით თანამშრომლობის შესახებ.
„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ჯგუფმა აგვისტოში ჩაატარა ჩაღრმავებული ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან და ქუთაისში არსებული თავშესაფრის ხელმძღვანელთან.
პარარელურად - სოციალურ მუშაკთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენის მიზნით ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების, სამედიცინო სფეროს და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით.
შეხვედრებზე გაირკვა, რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობა კანონის დასახვეწად. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ პრობლემების მოგვარებასა და ლობირებაში მონაწილეები საყრდენად არასამთავრობო სექტორს მიიჩნევენ.