11 სექტემბერს ფონდ „სოხუმს“ ესტუმრნენ საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის ევრაზიის პროგრამების მენეჯერი სოფია პაგსლი და თანამშრომელი კამილ მარკეტი. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ფონდ „სოხუმს“ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სტუმრები გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართულებებს, სამშვიდობო საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.  

  

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი გენდერულ პრიზმაში - სტუდენტური მიდგომები, პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმები“.

მოხსენებებში სტუდენტებმა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გენდერულ დისკრიმინაციაზე გააკეთეს აქცენტი: ქვოტების სისტემა, საპენსიო ასაკი,  დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტის ლექტორები...

კონფერენცია დისკუსიით გაგრძელდა. მონაწილეთა აზრით, გენდერული თემით სტუდენტების დაინტერესება მნიშვნელოვანია, რათა ის საკითხები, რომლებიც დღეს ასე მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში, ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული იყოს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მოკლე ანგარიშები წარმოადგინეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის რეკომენდაციები - ამ კითხვებზე პასუხი კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში სტუდენტების ჯგუფთან გამართულ ტრენინგზე. საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით სხდომას პროექტში ჩართული სტუდენტებიც დაესწრნენ.

დღის წესრიგის მიხედვით, საბჭოს წევრებმა სხდომის დასასრულს დააფიქსირეს ახალი პროექტის იდეები, რომელთა ირგვლივ მუშაობა საინიციატივო ჯგუფში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.
 
 

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული საბჭოს პროექტის ფარგლებში შექმნილი თოჯინების ჩრდილების სპექტაკლ „პირიმზეს“ ჩვენება მოაწყო საბავშვო ბაღ „ვარსკვლავებში“. სცენარი მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის, თანასწორობის პროპაგანდას ემსახურება. მთავარი გმირი „პირიმზე“ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს. სპეკტაკლი მოზარდებში სწორი გენდერული აზროვნების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  მისი ჩვენება 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის წარმომადგენლობაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „დევნილთა რეფორმა“. მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა რეფორმის ფარგლებში განხილული სხვადასხვა ვერსია და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

(PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“  -დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

 

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს, 17 ოქტომბერს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გამართა შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან. შეხვედრის დროს ისაუბრეს სოფელში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე.

შეხვედრაზე მიწვეული იყო სპეციალისტი ქუთაისიდან - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ლორიტა მიქავა. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა ასაკის ქალთა პრობლემებზე და დაავადებებზე, ყოველწლიური გამოკვლევის მნიშვნელობაზე, არსებულ უფასო კვლევებზე.

მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ, ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ სპეციალისტს და მიეღოთ რჩევები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა. კვლევის ფარგლებში გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან, ექიმებთან, ლიდერ ქალებთან, ახალგაზრდა მშობლებთან, შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ადამიანებთან; 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ექსპერტებთან ეკონომიკის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ჯანდაცვის საკითხებზე. ანკეტური მეთოდით გამოკითხულ იქნა 200  ადამიანი - სოციალურად დაუცველი ქალები, დევნილები, მცირე მეწარმე ქალები და ახალგაზრდები.

კვლევის შედეგად დაფიქსირდა სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები – სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხელფასის მომატება,ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებზე, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის, გრძელვადიანი საბანკო დაბალპროცენტიანი კრედიტები, შინმოვლის პროგრამები და მრავალი სხვა.

ეს არის მესამე კვლევა, რომელიც არსებობის სამი წლის მანძილზე ჩაატარა საბჭომ. შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთაორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

 

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მუშაობა ფონდი „სოხუმის“ დაფინანსებული პროექტში „ახალგაზრდები - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის  ორ სოფელში - ნოსირში და ძველ სენაკში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები გამგებლის წარმომადგენლებთან, განათლების რესურს-ცენტრში, სკოლის დირექტორებთან და ახალგაზრდებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

11 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტში, ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობის კანონის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან და ფოკუს-ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები