თბილისში გაიმართა ხატვის საერთაშორისო კონკურსის „დამიხატე მშვიდობა“ დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“ და წარმოადგინა ქუთაისის №6, №11, №15, №21, №30 სკოლების ნორჩ მხატვართა ნამუშევრები.
კონკურსის შედეგებით, გამარჯვებულები, №30 სკოლის მოსწავლეები ნინო ვასილჩიკოვა და გიორგი ზოსიშვილი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

მარტის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა საერთო თემას - ქალთა სოლიდარობა. თვის მანძილზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 33 შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყო თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც შეაფასა ადვოკატირების საკითხის გარშემო (მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური გათბობის მოწესრიგება) არსებული სიტუაცია და თვითმმართველობის პოზიცია გამოხატა.
როგორც აღინიშნა, საკითხი უკვე დგას ადგილობრივ დღის წესრიგში, მაგრამ თემის აქტუალობას ზრდის სამოქალაქო აქტიურობა, ხელმოწერები.
შეხვედრაზე დაიგეგმა ადვოკატირების მომდევნო ეტაპები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა მომავალი წლის პროგრამებში მოხდეს სასურველი საკითხების გათვალისწინება.
ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს, რა მდგომარეობაა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ლოკალურ თემებში და გამოყვეს საკითხები ადვოკატირებისათვის.
გამოიკვეთა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია დონორი ორგანიზაციების მოძიება. იდეაზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა დასახელებულ იდეას პროექტის სახე მისცენ და გაუგზავნონ დონორ ორგანიზაციას „ორბელიანი საქართველო“, რომელსაც გამოცხადებული აქვს კონკურსი.
ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები: ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი მაყვალა ბახტაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ლეილა კინწურაშვილი.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რა პროგრამები არსებობს ხონის მუნიციპალიტეტში, რა სახის სამუშაოები შესრულდა და რა იგეგმება.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
6 მარტს წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა ადვოკატირების გეგმა განიხილეს და, შესაბამისად, ახალი აქტივობები დაგეგმეს.
ადვოკატირების პროცესის ეფექტურად გაგრძელებისათვის ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გენდერულ საბჭოსთან, ლობირების თვალსაზრისით პროცესში ჩართული იქნება წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი და მასთან შეხვედრაც ჩაინიშნა.
ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები წყალტუბოსა და ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობის შესახებ.
ჯგუფის წევრების თქმით, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, ვის მიმართოს, როგორ მოაგვაროს სხვადასხვა საკითხი, რა პროგრამები არსებობს ადგილობრივ დონეზე. ამის გათვალისწინებით საინიციატივო ჯგუფი ეხმარება ლოკალურ ჯგუფებს, შეამცირონ ის რისკები, რომლებიც ადამიანურ უსაფრთხოებას უკავშირდება.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან ქალთა უსაფრთხოების საკითხებსა და ინკლუზიურ მიდგომებზე.
შეხვედრებზე გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალებს, მათ ოჯახებს. მოდერატორების სამოქმედო გეგმაში ეს პრობლემები უკვე გაიწერა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაიწყება ადვოკატირების პროცესი.
23 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები.
შეხვედრაზე მოწვეული იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნარგიზა აბესაძე, რომელმაც ადგილობრივ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა.
მონაწილეთა მხრიდან არაერთი შეკითხვა დაისვა, როგორ იგეგმება ბიუჯეტში პროგრამები, რომელია პრიორიტეტული, როგორ ხდება მოქალაქეთა ინფორმირება ამ პროგრამებზე.
აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეებშიც დაიგეგმოს, რაც გაზრდის კომუნიკაციის ხარისხს მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგების შეფასება-ანალიზი გააკეთეს.
- ყოველთვიური შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პრობლემების ადვოკატირება - შეკრებილებმა ამ მიმართულებით შესრულებული აქტივობები შეაფასეს.
ჯგუფის წევრების შეფასებით, გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის დახმარებით ცდილობენ ინდივიდუალური თუ კოლექტიური პრობლემების მოგვარებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნებისმიერი მოგვარებული საკითხის უკან დგას ადგილობრივი მთავრობა, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა საზოგადოების ლოკალური თემების ინტერესთა გათვალისწინება.