ფორუმ-თეატრი - ქუთაისელ და სენაკელ მაყურებლებთან

1 2 

3 4

მაისში ფორუმ-თეატრი ქუთაისელ და სენაკელ მაყურებლებს შეხვდა.

ქუთაისში, პარკში გამართულ ჩვენებას, ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი  აქტიურად  ჩაერთნენ დისკუსიაში, ზოგი სცენა მოეწონათ, ზოგს არ დაეთანხმნენ... კადრში მოხვედრაც არ ისურვეს...

სენაკში კი ფორუმ-თეატრის წარმოდგენები სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეები და მასწავლებლები აღფრთოვანებულნი დარჩნენ, შვიდივე სცენაში ჩაერთნენ და ახალი შეხვედრების სურვილი გაუჩნდათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრი - ქუთაისში

1 2 3 4

ჩრდილების თეატრის წარმოდგენა ჩატარდა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში და მე-20 საბავშვო ბაღში.

ნაჩვენები იყო „პირიზმის თავგადასავალი“. ჩვენებამ ძალიან გაახალისა პატარები. მათ დაინახეს, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს და სწორედ მაშინ იმარჯვებს სიკეთე...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრის ორი წარმოდგენა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

  

ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - #4 საბავშვო ბაგა-ბაღში და სოფელ ფარცხანაყანევის საბავშვო ბაგა-ბაღში. ნაჩვენები იყო „პირიზმის თავგადასავალი“. ჩვენებამ ძალიან გაახალისა პატარები. მათ დაინახე, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს და მხოლოდ მეგობრობა იმარჯვებს ბოროტებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი თერჯოლასა და სოფელ ლესაში

1 2

ორი წარმოდგენა გამართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში ითამაშეს 4 სცენა და 5 სცენა - სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში. წარმოდგენებს საინტერესო დისკუსიები მოყვა. პედაგოგებიც ჩაერთნენ. მათ ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ეჭვიანობა დაასახელეს. ზოგიერთ მაყურებელს პროტესტი გაუჩნდა, რომ ოჯახებში მსგავსი რამ არ ხდება. თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ პრევენციისთვის  მუშაობა  აუცილებელია და ფორუმ-თეატრი ამ მხრივ ეფექტური ფორმაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდებთან

    

დასასრულს მიუახლოვდა პროექტი „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“.

თებერვლის თვეში გაიმართა ფორუმ-თეატრის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდებთან სხვადასხვა სახის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ინტერესი ყველგან დიდი იყო, რადგან კონფლიქტი თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

დისკუსიები მოეწყო ოზურგეთის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში, ბათუმის  უნივერსიტეტში, სენაკის, ხონის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები