ფორუმ-თეატრის პირველი წარმოდგენები განმუხურისა და ოზურგეთის სკოლებში

1 2 3

განმუხურსა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთში პირველად ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება, ამიტომ მაყურებლის პირველი ემოცია იყო გაკვირვება.

წარმოდგენებს ესწრებოდნენ სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები. ნაჩვენები იყო ოჯახური ძალადობის და დედა-შვილის ურთიერთობის სცენები.

მაყურებელმა კარგად მიიღო გამოხატვის ეს ფორმა, იყო აქტიური ჩართულობა სცენებში, გამოსავლის ძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ორივეგან გაიმართა დისკუსიები და გაჩნდა სურვილი, კიდევ უმასპინძლონ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„თალგამის“ წარმოდგენები

1 2 3

სულ რამდენიმე თვეა, ფონდ „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის რეპერტუარში გაჩნდა სპექტაკლი „თალგამი“. „თალგამი“, ისევე როგორც წინა წარმოდგენა „პირიმზე“ - არის სიკეთეზე, მეგობრობაზე, თანასწორობაზე, თანადგომაზე. პატარა მაყურებელს ორივე წარმოდგენა ძალიან მოსწონს.

სექტემბერში ფონდის ოფისში ორჯერ გაიმართა „თალგამის“ ჩვენება. მოწვეულმა  ბავშვებმა ძალიან იხალისეს - მოეწონათ უჩვეულო და ახალი გარემო, მუსიკა,   კეთილი ფინალი.

წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მსახიობები ბავშვებს ესაუბრნენ ზღაპრის პერსონაჟებზე, მეგობრობაზე და იმაზე, რომ ერთად ყოფნით ყველა პრობლემის მოგვარება  შეიძლება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრის „თალგამის“ პრემიერა ქუთაისში

1 2 3 4 5

ფორუმ-თეატრი და ჩრდილების თეატრი ფონდი „სოხუმის“ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

ახალგაზრდა მსახიობებს რეპერტუარში აქვთ ფორუმ-თეატრის ათობით წარმოდგენა კონფლიქტების და ძალადობის აქცენტით და ჩრდილების თეატრის ორი სპექტაკლი თანასწორობის თემაზე. პირველი სპექტაკლი „პირიმზე“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში (რეჟისორი - ლევან გაბრიჭიძე). მისი პრეზენტაცია ქუთაისის თოჯინების თეატრში გაიმართა და მან წარმატებით მოიარა დასავლეთ საქართველოს სკოლები და საბავშვო ბაღები.

21 ივნისს  კი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ჩრდილების თეატრის „თალგამის“ საპრემიერო ჩვენება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის რეჟისორის მაგდა ჩიხლაძის და ფორუმ-თეატრის სამსახიობო ჯგუფის ორთვიანი აქტიური მუშაობა, ჩაწერები, მუსიკალური გაფორმებები, რეპეტიციები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დასრულდა პრემიერით. „თალგამი“, ისევე როგორც წინა წარმოდგენა „პირიმზე“ პატარა მაყურებელს უჩვენებს საერთო ძალისხმევას კეთილი საქმისთვის, თანადგომას, თანასწორობას, სიკეთის გამარჯვებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი წყალტუბოსა და ოზურგეთში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა აგვისტოში. პირველ წარმოდგენას წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები დაესწრნენ. ნაჩვენები ხუთი სცენიდან ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ოჯახური (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ძალადობის სცენები. საინტერესო იყო ჩართულობა მაყურებლებისა, რომელთაც შეძლეს კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება. 

ოზურგეთის ქალაქის ცენტრში ფორუმ-თეატრი პირველად გამოვიდა, ამიტომ გაჩნდა  ბევრი შეკითხვა. გათამაშდა 6 სცენა. პირველმა სცენამ ცოტათი დააფრთხო მაყურებელი, მეორე სცენის შემდეგ კი აქტიური დისკუსიები დაიწყო. იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრის წარმოდგენები ხონში

1

 2 3

ჩრდილების თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ხონში - საბავშვო ბაღში და დევნილთა კოლექტიურ ცენტრში.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ  წარმოდგენა, სიმღერები, თოჯინები. პედაგოგებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს. ბაღის აღმზრდელებმა გამოხატეს სურვილი, სექტემბერშიც აჩვენონ წარმოდგენა ბავშვების ახალ ჯგუფში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები