
პედაგოგები, დირექტორი, მშობლები - ეს იყვნენ მაყურებლები, რომლებიც ფორუმ-თეატრის პირველი სცენის შემდეგ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ დაიწყეს საუბარი საკუთარ პრობლემებზე. სულ ნაჩვენები იყო 6 წარმოდგენა, სამ სცენაში პედაგოგმა და მშობელმა განასახიერეს მსხვერპლი და მაყურებელს შესთავაზეს პრობლემის მოგვარების ვარიანტები. მათმა ჩართულობამ განსაკუთრებით ნაყოფიერი გახადა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.




ხონის კერძო სკოლას ფორუმ-თეატრი პირველად ესტუმრა. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ფორუმ-თეატრის სპეციფიკის შესახებ. მსახიობებმა უჩვენეს 5 წარმოდგენა. პირველ შეხვედრაზე დისკუსია და ჩართულობა შედარებით პასიური იყო, მაგრამ ფორუმ-თეატრმა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. მათ უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა ითხოვეს.