ფორუმ-თეატრი გეგუთში და ქუთაისში

  

ოქტომბერში ორი წარმოდგენა ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. ახალგაზრდა მსახიობები პირველად იყვნენ გეგუთის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 1-ლ საჯარო სკოლაში. მოზარდებმა ინტერესით მიიღეს წარმოდგენები, ეს ახალი და საკმაოდ განსხვავებული იყო მათთვის. ნათამაშები იყო ოთხი სცენა, აქტიური დისკუსია ვერ შედგა. მაგრამ მოსწავლეებმა ითხოვეს, რომ ფორუმ-თეატრი ისევ ჩავიდეს მათთან და კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას შეხვდეს.

მეორე წარმოდგენა ქუთაისში, სიყვარულის პარკში შედგა. აქ ნათამაშები იყო 6 სცენა, გაიმართა აქტიური დისკუსია, იყო მონაწილეთა ჩართულობა, საუბარი საკუთარ პრობლემებზე. მსახიობებმა მოისმინეს ისტორიები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორუმ-თეატრის წარმოდგენებად გადაიქცევა.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი - ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, დისკუსიები, ისტორიები

 

სენაკის ცენტრალურ პარკში ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის 6 წარმოდგენა საინტერესო დისკუსიებით და ისტორიებით. დედა-შვილის კონფლიქტურ ურთიერთობაზე აგებული სცენის შემდეგ დისკუსია 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. ასე ვლინდება მაყურებელთა ინტერესი ფორუმ-თეატრის და მის მიერ წამოჭრილი აქტუალური საკითხების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისსა და წყალტუბოში

    

26 აგვისტოს ქუთაისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ნაჩვენები სცენებიდან მამის და შვილების კონფლიქტი ყველაზე აქტიური დისკუსიის მიზეზი გახდა.

27 აგვისტოს წყალტუბოს ქალაქის სკვერში გაიმართა ფორუმ-თეატრი. როდესაც ოჯახური ძალადობის სცენა თამაშდებოდა, მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და დაიწყეს გამორკვევა, რა ხდებოდა. ერთ-ერთმა მსახიობმა მისცა ინფორმაცია თეატრის შესახებ. მათ უხეშად გამოთქვეს, რომ მსგავსი სცენები თეატრებში ეთამაშათ, რადგანაც ბევრი დამსვენებელია და ისინი ვერ გაიგებენ ამას.

ფორუმ-თეატრის აქტიური მაყურებელი გახდა არა მარტო ახალგაზრები, არამედ უფროსი თაობაც. ორივე შეხვედრის დროს იყო დასამახსოვრებელი დისკუსიები. მაყურებელმა ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხონის ცენტრალურ პარკში

 

ხონის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის ჩვენება: 5 სცენა და საინტერესო დისკუსია ყოველი სცენის შემდეგ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ახალგაზრდა ქალის გულახდილი საუბარი, დახმარების თხოვნა. ის ძალადობის მსხვერპლია და არ იცის, როგორ მოიქცეს. მსახიობებმა მას მისცეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მისამართი, გააცნეს, რომ არის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული სერვისის მიღების შესაძლებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ზუგდიდში

  

ზუგდიდში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთ დღეს დაემთხვა ფორუმ-თეატრის ჩასვლა. მსახიობებმა 5 წარმოდგენა გამართეს ცენტრალურ პარკში. მაყურებლისთვის ეს უჩვეულო და გასაკვირი იყო. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით კაცები ერთხმად იძახოდნენ, რომ მსგავსი რამ არ ხდება. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, ყველა სცენა რეალობიდანაა აღებული. ფორუმ-თეატრის მიზანია, დაანახოს მაყურებელს ეს რეალობა, საზოგადოებამ კი - ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები