ვორკშოპები ახალგაზრდებთან ოზურგეთში, ზუგდიდსა და სენაკში

1 2 3

ოზურგეთში, ზუგდიდსა და სენაკში ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე გენდერული ძალადობის თემა განიხილებოდა.

მონაწილეები გენდერულ ძალადობას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ და ქართულ ტრადიციებს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს უკავშირებენ.

- ამოსავალი ახალგაზრდების ინფორმირებაშია. მსგავსი დისკუსიები საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდებს სწორი პოზიციები ჩამოუყალიბდეთ, - მიიჩნევენ ვორკშოპების მონაწილეები.

  
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამი შეხვედრა ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3

ნაადრევი ქორწინება  ჯერ კიდევ აქტუალურ პრობლემად რჩება, ამიტომაც დაისვა ეს საკითხი ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების დღის წესრიგში. მაისში კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თერჯოლაში, ხონის მე-7 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. მონაწილეებმა ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, ტრადიციებზე, კანონზე. ხაზი გაუსვეს ოჯახის და განსაკუთრებით დედის როლს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონების აღზრდაში. მონაწილეების თქმით, ამ თემის განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის გაცნობისა და პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ნაადრევი ქორწინების თემა - ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4 5

„ამ შეხვედრამ ახალი კუთხით დაგვანახა ნაადრევი ქორწინების პრობლემა. აუცილებელია მსგავსი თემების განხილვა უფრო ფართო ახალგაზრდულ აუდიტორიებში,“ - ეს ერთ-ერთი მონაწილის აზრია, რომელიც ბევრის მოსაზრებას ემთხვევა.

ნაადრევი ქორწინება, პრობლემები, ნეგატიური შედეგები - ამ საკითხებზე გაიმართა  ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ფოთში, სოფელ ქვიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ხონში.

მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, მოიყვანეს მაგალითები, რაც  აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონი, წყალტუბო, თერჯოლა - შეხვედრები ვაჟებთან

1 2 3

ვაჟებთან გამართული შეხვედრების გარკვეული ნაწილი დაეთმო ვიდეორგოლების ჩვენებას, სადაც ძალადობის თემატიკა ანიმაციის სახითაა წარმოდგენილი. მონაწილეებს ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსწონთ. შემდეგ იმართება მსჯელობა, რომლის დროსაც ვაჟები აფიქსირებენ თავიანთ აზრს. დისკუსიის დროს ყალიბდება პოზიცია - რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები, რომ მამაკაცი არ უნდა იყოს მოძალადე. სწორედ ეს არის შეხვედრების მიზანი, რომლიბიც ჩატარდა ხონის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სკოლებში.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საუბარი ვაჟებთან ძალადობის პრევენციის გზებზე ქუთაისში, ფოთსა და ლანჩხუთში

1 2 
3 4

ქუთაისის, ფოთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მონაწილე ვაჟები გაეცნენ ძალადობის პრევენციის გზებს. დიდი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოებს და როლურ თამაშებს. ამ თამაშების საშუალებით ვაჟებმა დაინახეს ძალადობის ნეგატიური შედეგები. მუშაობის მიზანია ახალგაზრდების ჩამოყალიბება ჰარმონიულ პიროვნებებად, რომლებიც უარს იტყვიან ძალადობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები