ახალგაზრდული კლუბების შეხვედრების ადგილი - სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა

1 2 3

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების ადგილი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა, განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლა, თერჯოლის ახალგაზრდული ცენტრი.

შეხვედრების თემა - ქალთა სოლიდარობა, ქალთა უფლებები ძალადობის პრევენციისთვის.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი და დისკუსია გამოიწვია წარმატებული ქართველი ქალების ბიოგრაფიების წაკითხვამ. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:  „ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართველი ქალების ისტორიები, მათი თავგანწირვა. მსგავს თემაზე არავინ გვესაუბრება. მინდა,  სიღრმისეულად გავეცნო ამ საკითხს“.

ახალგაზრდული კლუბები კიდევ უფრო მეტი აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოლაპარაკებები, ფასილიტაცია, მედიატორობა - ვორკშოპების თემა

  

- მომეწონა ვორკშოპი, ბევრი რამ სიახლე იყო. მსგავსი შეხვედრები საჭირო და სასარგებლოა, - ასე შეაფასეს  მონაწილეებმა შეხვედრა სენაკის მესამე სკოლაში. მათი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდნენ, როდის არის საჭირო მესამე მხარის ჩარევა და რა შედეგებს მოიტანს.

თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებმა დააფიქსირეს, რომ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს მოლაპარაკებების და მედიაციის თემაზე.

განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ახალი არ არის. ინფორმაციის მიღების პარალელურად, მონაწილეებმა კონკრეტულ ინიციატივებზეც იმსჯელეს. გაჩნდა იდეა, სკოლაში შეიქმნას მედიატორთა ჯგუფი, რომელიც კონფლიქტური სიტუაციების მართვას შეეცდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან ოზურგეთსა და წყალტუბოში

  

ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხიდის ისტორიულ სკოლაში ახალგაზრდების ჯგუფებთან ვორკშოპები გაიმართა. მონაწილეებმა დასაწყისშივე დააფიქსირეს, რომ კონფლიქტების თემაზე სხვა დროსაც უმუშავიათ, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტში, ამიტომ დიდი ინტერესით ელოდებიან ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას.

ფონდი „სოხუმი“ ასევე პირველად ესტუმრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუნკურის საჯარო სკოლას. შეხვედრას სკოლის დირექტორიც დაესწრო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება არასამთავრობო სექტორის მუშაობას ძალადობის პრევენციის საქმეში.

სამივე ვორკშოპზე მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტების მართვისას მოლაპარაკება. რას ნიშნავს  ფასილიტაცია, მედიაცია, როგორი შეიძლება იყოს მესამე მხარე. ახალგაზრდები გეგმავენ, მიღებული ინფორმაციები პრაქტიკაში გამოიყენონ. გამოიმუშაონ ფასილიტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და არ მისცენ კონფლიქტებს განვითარების საშუალება.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან შეხვედრები ქუთაისში, ოზურგეთსა და წყალტუბოში

   

მორიგ შეხვედრებზე ვაჟებმა გენდერის საკითხები განიხილეს. მუშაობა მთავარ მიზანს აღწევს - ვაჟები სულ უფრო კარგად აცნობიერებენ თავიანთ როლს გენდერულ უთანასწორობასა და ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

თვის პირველი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინეს. ამან შეხვედრებს საინტერესო და სასიამოვნო სახე მისცა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ცხემლისხიდი, ქუთაისი, ცხუნკური - ახალგაზრდული შეხვედრები

  

მარტის პირველი სამი შეხვედრა ახალ აუდიტორიებში მოეწყო. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბი პირველად შეხვდა მოსწავლეებს სოფელ ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის მეორე და სოფელ ცხუნკურის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. დასაწყისში იყო გაცნობა, ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ.

მარტი - ქალთა სოლიდარობის თვეა და საინფორმაციო შეხვედრები ამ თემას მიეძღვნა. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, სტერეოტიპებზე. მოეწონათ რუბრიკა „წარმატებული ქალები“, სადაც ცნობილი ქალების ბიოგრაფიები.

შეხვედრების დასასრულს, ამ სკოლებშიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან უკვე არსებული კლუბების ქსელის მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები