ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება გვიშტიბში, ხაჯალიაში, ანასეულში

1 2 3

„ჩემთვის აუცილებელია კლუბის შეხვედრებში მონაწილეობა, რადგან ბევრი კომპლექსი მეხსნება და უფრო აქტიური ვხდები“, - ეს ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.

სექტემბერში კლუბებში 9 შეხვედრა გაიმართა თემაზე: „გენდერული ძალადობა. ფორმები, სახეები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“. ბოლო სამი შეხვედრა ჩატარდა გვიშტიბში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ამ სკოლებში პირველად ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები. ამიტომ მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ფონდ „სოხუმზე“, კლუბებზე და გაუჩნდათ თანამშრომლობის სურვილი.

თემის განხილვა აქტიურად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ცხოვრებისეულ მაგალითებზე, პრევენციის აუცილებლობაზე. კლუბების ახალ წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ მუშაობაში და შედგომში თანატოლებს შორის გაავრცელონ მიღებული ინფორმაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ნიგვზიანი, გუმბრინი, დვაბზუ - თანამშრომლობის ახალი ეტაპები სკოლებთან

1 4

 2 3 

- მიმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მომწონს თქვენი ფორმატი და მინდა, ჩემმა მოსწავლეებმაც მოგისმინონ.

- არაფორმალური განათლება ყველაზე მეტად სჭირდებათ ახალგაზრდებს. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით.

ასეთი სიტყვებით დაიწყო ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლობა სკოლების დირექტორებთან ნიგვზიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), გუმბრინში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), დვაბზუში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). ახალი სტრატეგიით, შერჩეულ სკოლებში მოსწავლეები ხუთთვიან კურს გაივლიან კონფლიქტების მართვის საკითხებზე. კურსის დამთავრების შემდეგ ყველა სკოლაში შეიქმნება ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ამ თემებზე გააგრძელებს დისკუსიას სხვადასხვა ჯგუფთან.

პირველივე შეხვედრიდან გამოიკვეთა მოსწავლეთა დაინტერესება. მათ გააჟღერეს საკუთარი ინიციტივებიც, რაც სამომავლო სტრატეგიაში  შევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი სამი ჯგუფი - ქუთაისში, ფოთსა და თეკლათში

 2 3

1

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ხუთთვიანი სამუშაო კურსისთვის კიდევ სამი ჯგუფი შეირჩა - ამჯერად ქუთაისში, ფოთსა და სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა სამი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე:  „გენდერული ძალადობა, სახეები, ფორმები, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.

ახალგაზრდები გაეცნენ კლუბის მუშაობის სპეციფიკას, თემებს, რომლებზეც იმუშავებენ ხუთი თვის განმავლობაში. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პირველი თემის განხილვაში. ისაუბრეს ტრადიციებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, უფროსი თაობის დამოკიდებულებაზე ძალადობის პრობლემის მიმართ, გამოსავალზე, დაცვის მექანიზმებზე.

საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეების აზრით, კლუბზე მნიშვნელოვანი და საჭირო თემები განიხილება, ამიტომაც მათ კლუბის წევრობის  სურვილი გამოთქვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟების ახალი ჯგუფები სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ხონში

1 2 3 4 5 6 7 8

სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად ვაჟებთან ახალი 6-თვიანი სამუშაო პერიოდი დაიწყო. პირველი შეხვედრები გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრები მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე გარკვეული დრო დაეთმო ძალადობის საკითხების განხილვას. ვაჟები თავად აღიარებენ საკითხის პრობლემურობას, აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რომელთაც ღიად აფიქსირებენ. პირველმა თვემ მოსალოდნელზე კარგად ჩაიარა. ახალ ჯგუფებში არიან მოტივირებული და მიზანდასახული მოზარდები  და მათთან მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან სენაკში, ქუთაისსა და ფოთში

1 2 3

- როგორ უკავშირდება ძალადობა კონფლიქტებს, როგორ ვმართოთ კონფლიქტები - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ახალაგაზრდების ჯგუფთან სენაკში, ქუთაისსა და ფოთში.

ახალი სტრატეგიით, კონფლიქტის მართვის საკითხებზე აღნიშნულ ჯგუფებთან ხუთი თვე გაგრძელდება მუშაობა. მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტის ანალიზს და მის მეთოდებს. გაიხსენეს ცოცხალი ისტორიები თავიანთი ცხოვრებიდან, რომლის ანალიზიც ჯგუფურად გაკეთდა.

- ანალიზი გვაჩვენებს, კონფლიქტურ სიტუაციაში რა არის მთავარი პრობლემა, რამ გამოიწვია კონფლიქტის განვითარება და რა შედეგები მივიღეთ. ანალიზი გვასწავლის საკუთარი შეცდომების დანახვას, რათა მომავალში არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტამდე მიგვიყვანს, - ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები