შეხვედრები ვაჟებთან ლანჩხუთსა და სენაკში

     

თებერვალში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ვაჟებთან. ლანჩხუთისა და სენაკის პირველ საჯარო სკოლებში შეკრებილ მოსაწავლეებთან განხილულ იქნა ძალადობის სახეები და მათი მოგვარების გზები. შეხვედრების მონაწილეებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული აქტიურობა, დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. შეხვედრების გარკვეული ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეფასებითი ვორკშოპი და ახალგაზრდა ტრენერთა სამომავლო გეგმები

      

დასრულდა პროექტი „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“. პროექტში დასავლეთ საქართველოს 8 რეგიონის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი. მათ გაიარეს ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში, დაეუფლნენ ტრენერულ უნარ-ჩვევებს, შემდეგ კი ახალგაზრდებთან თავად ჩაატარეს ორ-ორი ვორკშოპი თავიანთ რეგიონებში.

23 თებერვალს ფონდ „სოხუმში“ პროექტის შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. ახალგაზრდა ტრენერებმა პრეზენტაციები გააკეთეს, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. ჯგუფური მუშაობისას კი დააფიქსირეს, რა გამოუვიდათ, რა ვერ შეძლეს, რა გამოწვევების წინაშე არიან.

ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები და ინიციატივები სამომავლო სტრატეგიაში გაწერეს. ისინი მზად არიან, ტრენერული უნარ-ჩვევები კიდევ უფრო განავითარონ.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების 

ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბების პირველი შეხვედრები ლანჩხუთსა და თერჯოლაში

 

ჩიბათის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში ფონდმა „სოხუმმა“ პირველად მოაწყო საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან. შეხვედრების თემა იყო „ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მიზეზები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.

შეხვედრების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს პრობლემებზე, ოჯახისა და სკოლის გავლენაზე მოზარდების ჩამოყალიბებაზე, მიზეზებზე, რომლებიც განაპირობებს უარყოფით, ზოგჯერ კი ტრაგიკულ შედეგებს.

იყო გულახდილი საუბრები, საინტერესო ანალიზი, რეალობის აღქმა და დიდი იმედი, რომ მათ - ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა. ამაში ახალგაზრდული კლუბების როლსაც ხედავენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდები მზად არიან, გააგრძელონ დისკუსიები

  

ლანჩხუთი, თერჯოლა, ქუთაისი - ამ ქალაქებით დამთავრდა ვორკშოპების ციკლი ახალგაზრდებთან. მონაწილეები ყველა შეხვედრაზე ერთნაირი აქტიურობით ცდილობდნენ დისკუსიაში ჩართვას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თერჯოლის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის ანალიზისას გამოირჩეოდა ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობით.

- ჩვენ განვიხილავთ კონფლიქტებს სამოქალაქო გაკვეთილებზე, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე დისკუსიას - ასეთი პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში.

- ბევრჯერ ვყოფილვართ კონფლიქტურ სიტუაციაში, რადგან არ ვიცით, ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ, ხშირად ვიმეორებთ შეცდომებს, რადგან არასოდეს ვაკეთებთ უკვე მომხდარი კონფლიქტის ანალიზს, - ასეთი მოსაზრებები ქუთაისში გამართულ ვორკშოპზე დაფიქსირდა.

ახალგაზრდები  მზად არიან, განხილულ საკითხებზე გააგრძელონ დისკუსიები, რადგან მიაჩნიათ, რომ ძალადობის პრევენციისას ინფორმირება მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ხონში, ფოთში, კოკში

  

აქტიურად წარიმართა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან ხონში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ჩართულობა თავიდანვე მაღალი იყო. ახალგაზრდების აზრით, აგრესიის მაღალი მაჩვენებელი მოზარდებში იმის შედეგია, რომ მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტურ სიტუაციებში, ვის მიმართონ. არასოდეს გაუკეთებიათ მომხდარი კონფლიქტის ანალიზი.

შეხვედრებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არაფორმალური  განათლება დადებითად იმოქმედებს მოზარდების ცნობიერებაზე, დაეხმარება მათ  უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში და შესძენს კონფლიქტების მართვის უნარებს. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, განაგრძონ დისკუსიები განხილულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები