ახალგაზრდული კლუბები 16-დღიან კამპანიაში ჩაერთვებიან

  

გენდერული ძალადობა, მიზეზები, დაცვის მექანიზმები - ძალადობის პრევენციისთვის  - ამ თემაზე საუბრობდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე. ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ტარდება  კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შეკრებილმა ახალგაზრდებმა დაგეგმეს აქტივობები კამპანიის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ საყოველთაო პროტესტს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენერობის პრაქტიკა ახალგაზრდებისთვის

      

ქუთაისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეორე ეტაპი ტრენინგისა „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. 18 მონაწილე - ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) - ამჯერად  ტრენინგის ჩატარების ტექნიკას დაეუფლა - ყველა მათგანმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიიღო და მოდელირებული ვორკშოპიც ჩაატარა. 

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

ტრენინგი მომავალი ტრენერებისთვის

          

21-24 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. მუშაობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: კონფლიქტის ფორმები, სახეები,  ანალიზი და მოგვარების მეთოდები, ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში, ქალის როლი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში, მასკულინურობის და ფემინურობის კონცეფციები, მასკულინურობა და ნაციონალიზმი კონფლიქტის გაღვივებაში.

ტრენინგის ერთ-ერთი ბლოკის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორემ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსია - მონაწილეებმა პრაქტიკულად დაინახეს, როგორ ვითარდება კონფლიქტი, რა როლი აქვს ინფორმაციას და შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის პრევენცია.

ოქტომბერში ამ ჯგუფისთვის ჩატარდება მეორე ტრენინგი და შემდეგ ისინი თვითონ დაიწყებენ ვორკშოპების ჩატარებას თავიანთ თანატოლებთან.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

ტოლერანტობის აღქმა ახალგაზრდებში - საინფორმაციო შეხვედრების თემა

    

ტოლერანტობის აღქმა ახალგაზრდებში ძალადობის პრევენციისთვის - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა დისკუსიები ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე - გეგუთის 1-ლ საჯარო სკოლაში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ფოთის 21 საჯარო სკოლაში, ხონის ბიბლიოთეკაში, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.

მონაწილეებმა შეაფასეს ტოლერანტობის პრობლემა საზოგადოებაში, ისაუბრეს დამოკიდებულებაზე ტრადიციების, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების, უცხოელი სტუდენტების მიმართ...

მათი მოსაზრებები ასეთია:

„ახალგაზრდებში არსებობს აგრესია და მის წინააღმდეგ მეტი ინფორმირებაა საჭირო“.

„თავისუფალ სივრცეში მსგავსი თემების განხილვა ბევრად შედეგიანია, ვიდრე სამოქალაქო გაკვეთილებზე.“

„ამ თემებზე საუბარი მნიშვნელოვანია პიროვნული ჩამოყალიბებისთვის. თავისუფალი გარემო, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და საკუთარ თავზე მუშაობა - ეს არის კლუბის დამსახურება.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

WAVE #StepUp - საერთაშორისო კამპანია „ძალადობის მსხვერპლ ქალთა და მათი შვილების მხარდაჭერა და დაცვა“

21 სექტემბერს ფონდი „სოხუმი“ და ახალგაზრდული ჯგუფები შეუერთდნენ WAVE #StepUp-ის საერთაშორისო კამპანიას „ძალადობის მსხვერპლ ქალთა და მათი შვილების მხარდაჭერა და დაცვა“.

  

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები