ახალგაზრდული კლუბების აქტივობა კამპანიის დღებში

      

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას მიეძღვნა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ამ აქტუალურ საკითხზე დისკუსია, რადგან ეს ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები,  გამოფენები, აქციები.

ყველა ეს ღონისძიება გაიმართა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ფარგლებში და მათში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრი: დღესასწაული ხონელი ბავშვებისთვის

    

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ბავშვებისთვის პატარა დღესასწაულები მოაწყო ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდულმა თეატრმა.

ქუტირის, კუხის, გუბის, გოჩა ჯიხაიშის და ივანდიდის საბავშვო ბაღებში გაიმართა ჩრდილების თეატრის სპექტაკლი „პირიმზე“ - ეს არის კეთილი ზღაპარი მეგობრობაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის დახმარებასა და ბოროტების დაძლევაზე.

ჩრდილების თეატრი ამ პატარა პროექტით ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - საერთაშორისო კამპანიის მონაწილე

   

ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები, მოწოდებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ყოველივე ამის ნახვა შეიძლებოდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქციაზე. ახალგაზრდებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის“

     

ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდული თეატრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ერთთვიანი პროექტით „ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის“, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, ახალგაზრდა მსახიობებს თავიანთი წვლილი შეაქვთ არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

პირველი წარმოდგენები გაიმართა წყალტუბოს პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში. ბავშვებმა და პედაგოგებმა სპექტაკლ „პირიმზეში“ დაინახეს მეგობრობის, თანასწორობის და თანადგომის კარგი მაგალითი.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

აქციის ორგანიზატორი - ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი

   

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალაქის ცენტრში მოაწყო  საინფორმაციო აქცია, რომელიც მიეძღვნა  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აქციას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები