სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქცია

     

საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში წელს სენაკში არ ჩატარებულა ტრადიციული მდუმარე აქცია. ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ქალაქის ხალხმრავალ ადგილას გაიმართა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების და სლოგანების გამოფენა. აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასე გამოხატეს სენაკელებმა მხარდაჭერა კამპანიის მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ერთად - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქცია

    

27 ნოემბერს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები და მოწოდებები, მათ შორის:

„ერთად - ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

„იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“

აქციის ორგანიზატორია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები. აქცია გაიმართა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდა ტრენერები ვორკშოპებს ატარებენ

         

ახალგაზრდებმა, რომლებმაც გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიაში, ვორკშოპების ჩატარება დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ნოემბერში გაიმართა 14 ვორკშოპი. ახალგაზრდა ტრენერებმა ყველა ის თემა აირჩიეს, რომლებზეც მუშაობდნენ ორი ტრენინგის განმავლობაში, გამოიყენეს ყველა მეთოდი. ამიტომაც ვორკშოპების დროს იყო: აქტიური დისკუსიები და საინტერესო პრეზენტაციები, როლური თამაშები, ჯგუფური სამუშაოები, ინდივიდუალური მუშაობა. რაც მთავარია, კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეებიც და ახალგაზრდა ტრენერებიც. ტრენერებს გაუჩნდა მოტივაცია, მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით, მონაწილეებმა კი გაიგეს, როგორ შეიძლება  კონფლიქტების მოგვარება.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას

    

ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი საინფორმაციო აქციით შეუერთდა  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ძალადობის მსხვერპლი ქალების  ისტორიებმა და სლოგანებმა მიიპყრო გამვლელების ყურადღება. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს სპეციალურად კამპანიისთვის დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცლები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები 16-დღიანი კამპანიისთვის ემზადებიან

 

ახალგაზრდულმა კლუბებმა საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს აქტუალური თემა „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. საკითხზე ინტერესით იმსჯელეს მონაწილეებმა. კლუბების ახალ წევრებს მოეწონათ უშუალო გარემო და  აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს, თუმცა მათმა უმეტესობამ გაიგო საკითხის აუცილებლობა.

მონაწილეებმა მიიღეს აგრეთვე ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ. ფონდ „სოხუმში“ მზადება უკვე დაწყებულია  და ახალგაზრდული კლუბებიც ჩაერთვებიან კამპანიის აქტივობებში.

შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა საჯარო სკოლებში - ქუთაისის მე-13, ფოთის 21-ე, წყალტუბოს პირველ, სენაკის პირველ და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ერთი შეხვედრა კი გაიმართა ხონის ბავშვთა ბიბლიოთეკაში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები