ახალგაზრდულ კლუბებში აზარტული თამაშების თემაზე მსჯელობდნენ

       

სექტემბერში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების ექვსი საინფორმაციო შეხვედრა.

3 სექტემბერს წყალტუბოში, კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ შეხვედრას ესწრებოდნენ  იქ მცხოვრები გოგონები. 5 სექტემბერს ახალგაზრდები ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ. მესამე შეხვედრა ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა 11 სექტემბერს. 12 სექტემბერს შეხვედრა შედგა ხონის მხარდაჭერის ცენტრში, 13-ში - კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და  ბოლოს, 14-ში - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

შეხვედრებისთვის  შეირჩა დღეისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებში საკმაოდ აქტუალური თემა: აზარტული თამაშები, მიზეზები, შედეგები და გადაჭრის გზები ძალადობის პრევენციისთვის.

იყო გულახდილი,  გულშემატკივრული საუბრები, აზრთა სხვადასხვაობა და კამათი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სერიოზული პრობლემა ხშირად ძალადობას იწვევს. მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობის დიდი წილი - დაცვის მექანიზმების შემუშავება, დასაქმების პროგრამები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი კოკში ახალგაზრდებისთვის

  

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში - ამ თემებზე ჩაატარეს ვორკშოპი კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ტატა ნარმანიამ და ნინო მორგოშიამ, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს ფონდ „სოხუმში“. 16 ახალგაზრდამ (მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები) მიიღო საინტერესო ინფორმაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზების შესახებ. იყო ისტორიული მიმოხილვა, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები. მათგან წამოსულმა პოზიტივმა და აქტიურობამ ვორკშოპი ნაყოფიერი გახადა.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური

დეპარტამენტის მხარდაჭერით

ცხელი ზაფხული, ახალგაზრდული ბანაკები და უამრავი აქტივობა

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მოხალისეები აქტიურად ჩაერთნენ საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაში. 11 აქტივისტი ფასილიტატორად მუშაობდა ან ახლაც მუშაობს ბანაკებში - სხვადასხვა თემაზე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს.

წყალტუბოში კლუბის წევრები ჩაერთნენ ინტელექტუალური ვიქტორინების და სპორტული შეჯიბრებების მომზადებაში. ფოთელმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა გამოფენის მოწყობას შეუწყვეს ხელი.

კოკის ახალგაზრდული კლუბი საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.

პროექტიხორციელდება  ორგანიზაციაBrotfürdieWeltEvangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

6 შეხვედრა ახალგაზრდულ კლუბებში

    

ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა  და შინაგანი კულტურის ფორმირება ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, სენაკის, ფოთის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლაში (ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი).

თემის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მონაწილეები  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, ისაუბრეს ტრადიციებზე. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოსწონს ტაბუდადებულ თემაზე საუბარი, იღებს საჭირო ინფორმაციას და მერე ავრცელებს თანატოლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ქუთაისში კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე

მარიამ ჩერქეზია ახალგაზრდა ფასილიტატორია. მან გაიარა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე და მიიღო ვორკშოპის ჩატარების დავალება.

ვორკშოპი ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ახალგაზრდებმა ისაუბრეს კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მოგვარების გზებზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ვორკშოპის შესახებ სიუჟეტი მოამზადეს ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა.

მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები