სიუჟეტი „ეგრისის“ ეთერში

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ შესახებ. მასში ასახული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები: საორგანიზაციო შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან, ტრენინგი ტრენერთათვის, ვორკშოპები გენდერული საინიციატივო ჯგუფებთან სენაკის 14 ტერიტორიულ ერთეულში გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემებზე,  ახალგაზრდების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტირადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდასიუჟეტი, რომელმაც მსმენელებს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე მოუთხრო.

აღინიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ახალ საინტერესო ფაზაშია: დამთავრდა ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების საჭიროებათა კვლევა, რომელმაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფის, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, შშმ პირთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. საბჭოს აქვს კარგი პრაქტიკა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ ჯგუფების ინტერესების ბიუჯეტში გათვალისწინებისთვის.

სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია საბჭოს ახალგაზრდულ პროექტზე, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის მიერ იქნა მხარდაჭერილი. პროექტის მონაწილეებმა ისაუბრესაქტივობებზე და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებულრეკომენდაციებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში - სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ

რადიოგადაცემაში მოთხრობილია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“, რომელიც  ფონდი „სოხუმისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა. პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება და მასში სენაკის გენდერული საბჭოს წევრები არიან ჩართული. მათი განცხადებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარებული ვორკშოპები ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული განათლების ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით.

გადაცემის რესპონდენტები შეეხნენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ საჭიროებათა კვლევას, ისაუბრეს მის მიზანზე, მიღებულ შედეგებზე.   დასახელდა ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და  სხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ პირველი რიგის საჭიროებად დასახელებული პრობლემები. მათ გამოთქვეს იმედი, რომ კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სენაკის თვითმმართველობის ბიუჯეტში და ამის საფუძველს წინა წლების გამოცდილება აძლევთ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ჟურნალისტები ფონდ „სოხუმში“

    

24 მაისს ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ჟურნალისტები გაეცნენ ინფორმაციას ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“ შესახებ (პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის კოორდინატორი და სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი და უკვე თვითონ ატარებენ ვორკშოპებს გენდერულ საკითხებზე ქუთაისის უნივერსიტეტებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტრადიციული შეხვედრა ჟურნალისტებთან ოზურგეთში

  

მაისში გაზეთ „გურია ნიუსში“ დაიბეჭდა სტატია ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. „გურია ნიუსმა“, „გურიის მოამბემ“ და „ალიონმა“ გააშუქეს მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალების გატანის საკითხი. ეს პრობლემები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მათ შესახებ დაფიქსირდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტის ანგარიშში, აღინიშნა საბჭოს სხდომაზე.  

ოზურგეთში მიმდინარე მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს ჟურნალისტები და თავადაც მონაწილეობენ აქტუალური პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ამაზე იყო საუბარი ჟურნალისტებთან ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გენდერის მედია ცენტრში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები