„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - სტატია გაზეთ „გურია ნიუსში“

  

„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია  26 ივნისის გაზეთ „გურია ნიუსში“.

სტატიის ავტორი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ლიდერული ადგილი უკავია კავკასიაში პროგრესული გენდერულად მგრძნობიარე კანონების მიღების მხრივ.  მაგრამ გენდერული პოლიტიკის განხორციელება სათანადო დონეზე არ ხდება.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის - ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილების შესწავლას და ყველაზე წარმატებული რეფორმების გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობისათვის.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული გზისკენ მიისწრაფვის და ამ ქვეყნების გამოცდილება არა მარტო აქტუალური და მიმზიდველია, არამედ მნიშვნელოვანიც, რადგან საერთო ძალისხმევით შესაძლებელია, შემუშავდეს პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერულ მეინსტრიმინგზე“.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა პოლიტიკური აქტიურობა - სიუჟეტი აქტუალურ თემაზე

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე? რა შეიცვლება ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, როგორია საზოგადოების განწყობა და რამდენად საჭიროა ლიდერი ქალების ხელშეწყობა?

ამ საკითხებზე საუბრობენ ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტთან ქუთაისში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის მონაწილეები.

კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“ ჩატარდა 21 ივნისს. მისი მთავარი მიზანი იყო  ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბების (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ერთწლიანი მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

პირველი თვალსაჩინო შედეგები - რადიოგადაცემაში

რადიო „რიონის“ ეთერში მოეწყო გადაცემა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - ფარგლებში. რადიოგადაცემის მიზანი იყო პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, პირველი თვალსაჩინო შედეგების გამოკვეთა.

გადაცემის მონაწილეები - პროექტის ხელმძღვანელობა, ექსპერტები - შეეხნენ ადგილობრივ მართვაში სამოქალაქო მონაწილეობის, გენდერული მიდგომების დანერგვის პრაქტიკის მნიშვნელობას. შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა -   ჩეხეთის გამოცდილების გაცნობა სამოქალაქო ჩართულობის დანერგვის კუთხით, შეხვედრები ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან - სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების ხედვები და მისწრაფება, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაში.

დაანონსდა იმერეთის თვითმმართველობებთან უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც მოხდება „სამოქალაქო ბიუჯეტების“ განხორციელების  ქართული და ევროპული პრაქტიკის გაზიარება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული პოლიტიკის დამკვიდრება, სამოქალაქო ჩართულობა და სხვა საკითხები - ტელესიუჟეტი „რიონის“ ეთერში

ტელეკომპანია „რიონმა“ მოამზადა და ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და  დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - შეხვედრებს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მაყურებელს გააცნო  პროექტის მიზნები და ამოცანები, მისი მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებისათვის. შეეხო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების როლს და სამოქალაქო ჩართულობას, როგორც გენდერული თანასწორობის მიღწევის  ეფექტურ  იარაღს.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის (ადამიანი გაჭირვებაში) წარმომადგენელმა ისაუბრა 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის  ფონდ „სოხუმთან“ ერთად თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე. მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტებზე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რაც ევროპაში, მათ შორის ჩეხეთში არსებული პრაქტიკის დანერგვაა და ხელს უწყობს რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.

 
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რადიოგადაცემა „რიონის“ ეთერში

10 მაისს რადიო „რიონის“ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტის დირექტორი, ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი და ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი. რადიოგადაცემაში საუბარი შეეხო დევნილთა დამოკიდებულებას რეფორმის პროექტის მიმართ, აგრეთვე  დევნილთა პრობლემებს და და რეფორმის გავლენას მათ ოჯახებზე.

(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები