ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება „რიონის“ ეთერში

 

სტარტი აიღო ახალმა პროექტმა, რომელიც ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში ინფორმაცია გაუზიარეს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს: პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები, პროექტის ყველა პარტნიორთან ერთად სასწავლო კურსი პრაღაში (ჩეხეთი), 9 ექსპერტის გამოცდილება თავიანთ ქვეყნებში ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში - პრაღა 10-ში სტუმრობა და მისი საქმიანობის გაცნობა.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პრეს-რელიზი

პრეს-რელიზი                                                                                                    

28 თებერვალი, 2017 წელი,  ქუთაისი

 

ქალთა შესაძლებლობების განვითარება

კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად

 

2017 წლის 15 იანვრიდან შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ახალ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების  განვითარებას მათი უფრო მაღალი  საზოგადოებრივი როლისათვის, კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციაზე გავლენისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის. 

პროექტის ხანგრძლივობა - 15.01.2017–15.01.2018.

საპროექტო საქმიანობა განხორციელდება დასავლეთ საქართველოში.

პროექტის საჭიროება დასაბუთებულია იმით, რომ, გავრცელებული პრაქტიკით, კონფლიქტის ორივე მხარეს ოფიციალურ სტრუქტურებში მამაკაცები დომინირებენ, მაშინ, როდესაც ქალებს შეუძლიათ, იყვნენ წარმატებული „მესამე სექტორში“. ქალების პოტენციალი და გამოცდილება ასევე ძალიან მცირე დოზით არის გამოყენებული სახალხო დიპლომატიაში.

პროექტის მიხედვით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით გოგონებთან, რომლებიც გახსნილი არიან დიალოგისთვის და შეუძლიათ, მიაღწიონ კომპრომისს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.   პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში და მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მიიღებენ სამშვიდობო აქტივობების კუთხით საჭირო უნარებს; ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტის დარეგულირების პროცესში; სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მოიაზრებიან მომხრეებად პროექტის მთავარი მიზნის მიღწევაში.

პროექტის შედეგად შეიქმნება უსაფრთხო პლატფორმა კონფლიქტის მხარეების ქალთა აქტიური ჯგუფების დიალოგისთვის ჰუმანიტარულ პრობლემებზე და მათი მოგვარების ეფექტურ  გზებზე; გაიზრდება ქალთა როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ჩატარდება კვლევა, შემუშავდება წინადადებები და რეკომენდაციები საზოგადოებისთვის წარსადგენად; ჩამოყალიბდება პოზიტიური საზოგადოებრივი აზრი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე, მათ შორის მდგრადი მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში; საზოგადოებაში გავრცელდება ინფორმაცია „ქალთა დიპლომატიის“ წარმატებული გამოცდილების შესახებ, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციის და მდგრადი მშვიდობის შენების გზაზე.

 

 # საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“

ქუთაისი, მგალობლიშვილის №6

ტელ: 27-29-02

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

www.fsokhumi.ge

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

გადაცემა ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში

 

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შემაჯამებელი გადაცემა.

გადაცემის პირველი ნაწილი ეხებოდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ სენაკში ჩატარებულ კონფერენციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე მომზადდა სპეციალური სიუჟეტი. 

გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი იყო საბჭოს სამწლიანი საქმიანობის  რეზულტატებზე, რამაც თვალსაჩინო გახადა გენდერული მიდგომების აუცილებლობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

გადაცემის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო კვლავაც გააგრძელებს თავის საქმიანობას, როგორც  ახალი ინსტიტუციური მექანიზმი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

16-დღიანი კამპანია დაიწყო - შეხვედრა ჟურნალისტებთან

   

 

ფონდ „სოხუმში“ კამპანიის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტებთან. ქუთაისის მედიასაშუალებებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამ თემაზე ინფორმაციები გავიდა რადიო და ტელეეთერით.

ტელეკომპანია „რიონის“ ინიციატივით  საღამოს პირდაპირ ეთერში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს დეპუტატი, ფსიქოლოგი, იურისტი, სტუდენტები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.

გაისმა მთავარი მესიჯი საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ: იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„გურიის მოამბის“ გადაცემა გენდერულ საბჭოზე

დღეს პორტალ „გურიის მოამბის“ გადაცემა „მთავარ თემაში“ ოზურგეთის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ და საბჭოს მოადგილემ ლალი სიჭინავამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.

გადაცემის სტუმრებმა იმ პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რამაც ბოლო წლების განმავლობაში გენდერულ საკითხებში საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მზარდი ინტერესი გამოიწვია. 

საბჭოს ხელმძღვანელებმა მათ სავიზიტო ბარათად გამორჩეული პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“  დაასახელეს.

საუბარი იყო რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ადგილობრივი ხელსუფლების როლზე სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში.

როგორც ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საბჭოს 9 პროექტი აქვს განხორციელებული, სამომავლოდ კი, იმ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რა საჭიროებებიც საზოგადოებასთან თანამშრომლობისას გამოკვეთება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები