ფოკუსი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე: „გურია ნიუსის“, „Post ალიონის“ და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული გადაცემა „მონოლოგიდან - დიალოგამდე“

როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, რატომ არ არიან პასუხისმგებელ თანამდებობებზე ქალები, როგორ  უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა -  გადაცემის სტუმრებმა, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს გავლილ პოლიტიკურ გზაზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე, საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით - ქალთა გააქტიურების კუთხით.   

საუბარი შეეხო ოზურგეთში გასამართ რიგგარეშე არჩევნებს. სოფელ ნასაკირალში კენჭს ქალი დეპუტატი იყრის „ქართული ოცნებიდან“.

გადაცემის სტუმრების პოზიციით, მაჟორიტარი კანდიდატობა ნამდვილად არ არის ადვილი, განსაკუთრებით ქალისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ქალების ჩართულობაც აუცილებელია. ქალები კონკრეტულ საკითხებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურ თემებთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალები პოლიტიკაში უნდა გაძლიერდნენ, უნდა მივცეთ წარმოდგენილ  პედაგოგ  ქალს შანსი და დავამსხვრიოთ მითი, რომ მაჰმადიანი თემი ქალს არ აირჩევს დეპუტატად“, - აღინიშნა გადაცემაში.  

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

უსაფრთხოების თემა ტელეკომპანია “რიონის“ პირდაპირი ეთერით

რა ტიპის საფრთხეები არსებობს საზოგადოებაში, რატომ არიან ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს  ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერში.

გადაცემას თან ახლდა სიუჟეტი, რესპონდენტები ხაზგასმით საუბრობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება.

ტელეგადაცემის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება თითოეული ადამიანის თვითშეგნების ამაღლებით უნდა დაიწყოს და მას ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა უნდა ერთვოდეს.  შესაბამისი ეფექტი მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით მიიღება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქართული ჟურნალისტიკის დღეს - „კოლხეთში“

  

  

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სენაკელი ჟურნალისტები გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო მედიის აქტიურობას ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ირაკლი კაჭარავა - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მან შეკრებილებს უამბო ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კუთხით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამის შესახებ იყო მასალები ადგილობრივ მედიაში.  გაჩნდა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა, გაჩნდეს სპეციალური რუბრიკები და კიდევ უფრო აქტიურად გაშუქდეს გენდერული თემები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისელი ჟურნალისტების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა

  

 

ქუთაისელი ჟურნალისტები ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა მუშაობას ეწევა ფონდი „სოხუმი“. 23 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ფონდის სააქტო დარბაზში მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

შეხვედრის თემა იყო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.

ჟურნალისტები  აქტუალურად მიიჩნევენ ქალთა მიმართ ძალადობის თემას და წლებია, ბევრს მუშაობენ ამ კუთხით. ისინი დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მიიღეს სათანადო პასუხები, რაც შემდგომში მათ მასალებში აისახება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა სენაკის „ეგრისის“ ეთერით

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით; საკითხები, რომლებიც საბჭოს ინიცირებით აისახა ადგილობრივ ბიუჯეტში, თვითმმართველობასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები -  ამ საკითხებს შეეხო რეგიონალურ მაუწყებელ „ეგრისში“ გასული ტელეგადაცემა.

გადაცემის დასაწყისში გასულმა სიუჟეტმა თვალსაჩინო გახადა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საბჭოს საქმიანობის შეფასება და ის საკითხები, რომელთა გადასაჭრელად საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

როგორც აღინიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივას და ბიუჯეტში ჩაიდო ერთჯერადი დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.

თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, მიღწეულმა შედეგებმა  აჩვენა, რომ მსგავსი საქმიანობა უნდა გაიშალოს სოფლებშიც და ყველა თემში შეიქმნას გენდერული საბჭო, რომელიც იქნება ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ავანგარდში.

„ეგრისის“ სტუდიაში გამართულ დიალოგში საბჭოს წევრებმა ისაუბრეს თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობაზე და გამოკვეთეს საკითხები, საითკენაც უახლოეს მომავალში  იქნება მიმართული საბჭოს ძალისხმევა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები