ტრენინგი ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3 4

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მედიცინის მუშაკებთან დაიწყო მუშაობა. მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“. ტრენინგს ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, სოციალური სააგენტოს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ აქტიური საინფორმაციო მუშაობა შესაძლებელს გახდის ძალადობაზე დროული რეაგირების სისტემის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი თერჯოლაში

1 2 3 4 5 6 7

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მარტში ჩატარდა შეხვედრების ციკლი:

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის მუშაკებთან თერჯოლაში თემაზე „ოჯახური კონფლიქტები - ბავშვი, მსხვერპლი, მოძალადე“.

საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია პედიატრის ჩართულობით მცირეწლოვანი ბავშვების დედებთან თემაზე „მშობლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც გასართობი სათამაშო და მისი მავნე შედეგები“.

დისკუსია ნახშირღელეში თემაზე „ძალადობა - საზოგადოების პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ვალდებულება“.

შეხვედრების ფორმატმა და თემატიკამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ითქვა, რომ ეს თემები მეტი ინტენსივობით უნდა განიხილებოდეს საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელთა ჩართულობით. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ახალგაზრდული პროექტი

1

 26

 3 4 5 

სენაკში გრძელდება მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში „ჯანსაღი ახალგაზრდები - უკეთესი მომავლისათვის“. მარტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თეკლათის გამგებელთან და ვორკშოპი თეკლათის სკოლის უფროსკლასელებთან ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის თემაზე.

შეხვედრამ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. მათ დააფიქსირეს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მნიშვნელობა. ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მცირედი აქციაც მოაწყვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მარტის შეხვედრების განსაკუთრებული თემა

1 2 3 4 5 6

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა მარტში ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ეხებოდა - დაარსების ისტორიას, შრომის უფლებებს. შეხვედრების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს იმაზე, თუ რატომ უკავშირდება რვა მარტი ქალებს. სულ ჩატარდა 27 შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტში. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგისა და იურისტის რესურსი. მობილიზატორებმა შეარჩიეს საკითხები სამომავლო  ადვოკატირებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი: შეხვედრები პროექტის გაცნობის მიზნით

1 2

 3 4

დასახული აქტივობების გაცნობის და ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ხელმძღვანელი შეხვდა ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგს, საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორს, სოციალური სააგენტოს იურისტს და სოციალურ მუშაკს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი მხრიდან დაფიქსირდა საპროექტო აქტივობებში ჩართვის მზადყოფნა. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობისთვის და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები