სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ახალი პროექტი

1 2 3

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ახორციელებს ახალ მცირე პროექტს „ჯანსაღი ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“. აქტივობები გაიმართება ნოსირისა და თეკლათის საჯარო სკოლებში. პროექტის მიზანია მოზარდების ინფორმირება ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენების საზიანო შედეგებზე, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის ხელშეწყობა. ამისთვის ორივე სამიზნე  სოფელში ჩამოყალიბდება ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები მუშაობის გაგრძელების მიზნით. 

დაგეგმილი ღონისძიებების გასაცნობად პროექტის ხელმძღვანელი  შეხვდა ორი სოფლის - ნოსირისა და თეკლათის დეპუტატებს, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტების ადრეული პრევენცია - საინფორმაციო შეხვედრა ხურჩაში

1 2 3

ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სოფელში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია“.

შეკრებილებმა ისაუბრეს, მათ თემში რა ტიპის პრობლემებია უფრო აქტუალური, რამდენად ხშირია კონფლიქტები ამის ნიადაგზე.

მონაწილეთა აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სოფლის მამაკაცების დიდი ნაწილი სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაშია გასული. მეზობლებს შორის ურთიერთობა ნაკლებია. კონფლიქტები ნაკლებადაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია. პირიქით ხალხს ინფორმაცია სჭირდება,  ვის რა მოსთხოვონ, არ იციან.

პრობლემების იდენტიფიკაციისას მონაწილეებმა სოფელში სანიაღვრე არხების არარსებობაზე გააკეთეს აქცენტი. მათი აზრით, ეს პრობლემა დასახლებებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის. საინიციატივო ჯგუფი ამ პრობლემის ადვოკატირებაზე იმსჯელებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური ფსიქოლოგიური მუშაობა ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებისათვის

1 2 3 4 5 6

იანვრიდან ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოთერაპიულ კონსულტირებას გადის ერთი ოჯახური წყვილი. მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტაციები 4 ბენეფიციართან - კრიზისული ოჯახების წარმომადგენელთან და მოზარდთან, რომელსაც დედასთან გართულებული ურთიერთობები აქვს.

მუშაობა ასევე წარიმართა ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის  (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს იღებს 8 ოჯახური წყვილი და სამი კრიზისული ოჯახის წარმომადგენელი. ამას გარდა, ჩატარდა 6 ინდივიდუალური კონსულტაცია.

აქტიური ფსიქოლოგიური მუშაობა ხელს უწყობს ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სტრატეგიის დაგეგმვა, კონსულტაციები

ახალი წელი აქტიურად დაიწყეს ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა - წლის სტრატეგიის და თემატიკის დაგეგმვა, მუშაობა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მოსახლეობას საშუალება აქვს, პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა.

ამას გარდა იყო ინდივიდუალური კონსულტაციები, ძალადობის მსხვერპლი ქალი ანკეტის დამუშავება და სხვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი მობილიზატორებისთვის

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა.

ვორკშოპზე განიხილეს ცენტრების სტრატეგია და მასზე დაყრდნობით შემუშავდა სამომავლო გეგმა. მონაწილეებმა ქალაქების/სოფლების მიხედვით გამოკვეთეს პრობლემები, რომელთა დახარისხების შედეგად შეიმუშავებენ საპროექტო იდეებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებლად.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები