ფსიქოლოგის კონსულტაციების შედეგები

1 2 3

დეკემბერში აქტიურად იმუშავა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხონში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, ქუთაისში. ამ რეგიონებში ფსიქოთერაპიული კონსულტაცია გაიარა 18-მა ოჯახურმა წყვილმა, მათ შორის კრიზისულ ურთიერთობებში მყოფმა წყვილებმა. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 5 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩატარდა.

ფსიქოლოგის კონსულტაციების შედეგად ბევრი პრობლემა გვარდება და ოჯახური ურთიერთობები ლაგდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მონიტორინგი - ქეისები და კონსულტაციები

დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად ტარდება ძალადობის მონიტორინგი.

დეკემბერში იდენტიფიცირებული იყო ძალადობის 7 ქეისი და შეივსო შესაბამისი ანკეტები. ქეისების უმეტესობა ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას ეხებოდა. ერთ ქალზე მომზადდა შესაბამისი დოკუმენტები მსხვერპლის სტატუსის იდენტიფიკაციის ჯგუფში გასაგზავნად. იურისტებმა კონსულტაცია გაუწიეს ძალადობის მსხვერპლ 3 ქალს ქუთაისში, ოზურგეთსა და წყალტუბოში, ორმა ქალმა კი მიიღო ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიებები

1 2 3 4

კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის დასასრულს, დეკემბერში ჩატარდა შეხვედრა ქალებთან თემაზე „ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები და გამომწვევი მიზეზები“. ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა - შეჯამდა მუშაობა და მიღწეული შედეგები. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების მონაწილეები.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „სოფელში ვცხოვრობ, არ ვმუშაობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტში ჩართვა - ბევრი საჭირო ინფორმაცია გავიგე და  ერთგვარი განტვირთვაც მივიღე“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები იურისტთან

1 2 3

იურისტთან ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ხურჩა/კოკის, ფოთის, ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. საუბრის ძირითადი თემაა - კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, მსხვერპლის დაცვა, შემაკავებელი და დამცავი ორდერები. მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა ძალადობის მსხვერპლ ქალთან. შეხვედრის მონაწილეები იურისტის დახმარებით თავიანთი პირადი პრობლემების მოგვარებასაც ცდილობენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეორე ტრენინგი ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3

დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“. მის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და ორი ტრენინგი. 13 დეკემბერს საკრებულოს დარბაზში ჩატარდა მეორე ტრენინგი საბავშვო ბაღის მენეჯერებისა და აღმზრდელებისთვის თემაზე „გენდერის არსი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

ტრენინგზე აქცენტი გაკეთდა ბულინგის პრობლემაზე. მონაწილეების თქმით, აუცილებელია ყველა პედაგოგს ჰქონდეს ინფორმაცია ძალადობის ფორმების, კანონის, დამცავი მექანიზმების შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები