ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქცენტი - რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე

1 2 3

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში ორ სოფელში - გოჩა ჯიხაიშსა და  ნახახულევში ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა გოგონების და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

თებერვალში ორივე სოფლის სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეპროდუქტოლოგის ჩართულობით. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტი ლანჩხუთში - სამედიცინო პერსონალისთვის

1 2 3

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მედპერსონალი - ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის მიზანია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 16-ვე თემის ამბულატორიის ოჯახის ექიმებისა და ექთნების აქტიური ჩართვა ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში. რეფერალური მექანიზმის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება მედპერსონალის განათლება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებში და საჭირო უნარების შეძენა-გამყარება, რაც ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას. 

თებერვალში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები - საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მათი აქტიური ჩართვისთვის საპროექტო ღონისძებებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

1 2 3

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში განაგრძო მუშაობა საბავშვო ბაღებში. პროექტი მოიაზრებს  მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღის პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების ჩართვას ძალადობისა და ბულინგის პრევენციაში. ამისთვის იგეგმება ძალადობაზე რეაგირების ჯგუფების შექმნა სამიზნე საბავშვო ბაღებში. პროექტის აქტივობებში ჩაერებიან სოციალური მუშაკები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამართალდამცავები.

თებერვალში პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა. გაიმართა შეხვედრები ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, ფოთის 1-ლი, მე-2 და 3 ბაგა-ბაღის გამგეებთან. შეხვედრების მიზანი იყო ერთობლივი მუშაობის დაგეგმვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა ოჯახებთან - კრიზისული სიტუაციების დასაძლევად

1

სამ კრიზისულ ოჯახთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მუშაობა ინდივიდუალური სქემით გაიმართა. კონსულტაციები შეეხო კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ქცევის კორექციას.

კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოში დაიწყო პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში“

1 2

 3 4

დაიწყო წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში.“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან და სამიზნე სკოლების დირექტორებთან. 

იგეგმება აქტიური მუშაობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში ახალგაზრდებში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. პროექტში მოაზრებულია ასევე შეხვედრები მშობლებთან, პედაგოგებთან. აქტივობებში ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რათა მათ უკეთ დაინახონ გენდერული მიმართულებით მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროექტების შემუშავების და დანერგვის საჭიროება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები