5 ქალი კონსულტაციებს მიიღებს

ძალადობის მონიტორინგის 7 ანკეტა შეივსო აგვისტოში ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორებმა ანკეტებში აღწერეს რეალური შემთხვევები - ძალადობა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ქმრის მხრიდან. მათ 4 ქალი კონსულტირებისათვის ფსიქოლოგთან გადაამისამართეს, ერთი კი იურისტის კონსულტაციას მიიღებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3 4 5

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში აგვისტოს თვეში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მერის წარმომადგენელთან სოფელ კახათში. ასევე საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კახათში და ორსანტიაში მცხოვრებ ქალბატონებთან.

შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობაზე, გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე. შეკრებილები აქტიურად განიხილავდნენ თემას და კონკრეტულ ქეისებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ინდივიდუალური თერაპია და ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან სენაკსა და ფოთში

1 2

სენაკში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრა ოჯახურ წყვილთან წყენისა და არარეალური მოლოდინების პრობლემის კუთხით, აგრეთვე - ინდივიდუალური თერაპია ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრავმის გამო.

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ფოთშიც. ჯგუფურ შეხვედრაზე განიხილეს ფსიქოლოგიური პრესინგის თემა. ამას გარდა, ფსიქოლოგი შეხვდა ოჯახურ წყვილს - იმუშავეს ურთიერთობებში ემოციური უფლებებისა და მოვალეობების ტექნიკაზე. ჩატარდა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაცია დეპრესიის პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქცია სოფელ კახათში

1 2 3 4

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ კახათში მცხოვრები დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. მათ დაურიგდათ სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი პატარებისათვის

1 2

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. სექტემბერში გაიმართება  ტრენინგი. მასზე განხილული იქნება სხვადასხვა აქტუალური საკითხი, რომელიც ბავშვების სწორ აღზრდას და მათთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები