დახმარება ძალადობის მსხვერპლ ოჯახს ხონში

1 2 3

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და „კარიტასი საქართველომ“ საქველმოქმედო აქცია გამართეს ხონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის მხარდასაჭერად. შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები. მსხვერპლ ქალს შესთავაზეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისები - იურიდიული კონსულტაციები და ფსიქორეაბილიტაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა ოჯახურ წყვილებთან ფოთში, ხონსა და წყალტუბოში

- რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ რჩევები, რომელთაც ვიღებთ. ამით ჩვენი ურთიერთობა იცვლება, სხვა ეტაპზე გადავდივართ და ვინარჩუნებთ სტაბილურობას, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყვილმა.

თვის განმავლობაში სამ ოჯახურ წყვილთან გაიმართა მუშაობა ფოთის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მათ შორის ერთი ახალი წყვილია. სიტუაციიდან გამომდინარე,  კომპლექსური  მუშაობა კიდევ გაგრძელდება  ფსიქოლოგის, იურისტის და კონფლიქტოლოგის  ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოთერაპიული შეხვედრების სტატისტიკა

1 2

სტატისტიკა ასეთია:

10 ოჯახურ წყვილს შეხვდა ფსიქოლოგი ქუთაისის, ხურჩა/კოკის, ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

9 ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა.

3 ფსიქოლოგიური პორტრეტი დაიწერა.

33 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს.

22 ქალი და 11 მამაკაცი.

ასეთია სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მუშაობის სურათი. პრობლემა სხვადასხვა იყო: დეპრესია და შიში, მოზარდებთან ურთიერთობის სირთულეები... ყველასთვის საჭირო და სასარგებლო იყო ფსიქოთერაპიული საკონსულტაციო სესია თუ შეხვედრა. ზოგიერთი განაგრძობს მუშაობას ფსიქოლოგთან, ზოგის პრობლემა კი მოგვარდა და უკვე სხვას აძლევს რეკომენდაციას, შეხვდეს ფსიქოლოგს და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მშვიდობის თემა - საინფორმაციო შეხვედრებზე

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.  შეხვედრების მთავარი თემა იყო - მშვიდობის საერთაშორისო დღე და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) გაიმართა - ქალაქებსა და სოფლებში. შეკრებილებმა ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში. მონაწილეები აღნიშნავდნენ:

„მშვიდობის ფასი ჩვენ კარგად ვიცით...“

„ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მშვიდობა...“

„სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს...“

 „ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და იზრუნონ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3 4

სექტემბერში აქტიურად წარიმართა მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. გაიმართა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა: მე-3 ბაგა-ბაღის გამგესთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, სკოლამდელი გაერთიანების სამსახურში, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის  მიწოდება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ - კერძოდ, ჩატარდება შეხვედრები პედაგოგებთან, მშობლებთან, ფსიქოლოგთან ბულინგის და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას და პატარებისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები