- კრიზისული სიტუაციების მართვა, ურთიერთობის გაუმჯობესება წყვილებში ინდივიდუალური სქემის გამოყენებით - ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ამგვარად კონსულტაცია სამ წყვილთან ჩაატარეს.
მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრიდან შეხვედრამდე წყვილებთან ურთიერთობა ონლაინ გაგრძელდება.



ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „ახალგაზრდები არაძალადობრივი გარემოსათვის“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ფურცლები და პრეს-რელიზი პროექტის შესახებ. უკვე ჩატარდა პირველი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან.
