ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრებზე იდენტიფიცირება მოახდინეს ძალადობის 11 ქეისზე და შეავსეს ანკეტები.
ანკეტებში დაფიქსირებულია ძალადობის შემთხვევები - ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვთა და ქალთა მიმართ. ოთხმა დაზარალებულმა უკვე მიმართა ფსიქოლოგს, სამმა კი გაიარა იურისტის კონსულტაცია.





ფონდი „სოხუმის“ იურისტებთან შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით შექმნილი კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც მათ პრობლემებს ეხება. ორი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა ქუთაისში. იურისტებს მიმართეს ასევე დახმარებისთვის ხონში, სენაკში, ფოთსა და ოზურგეთში. მათ შორის იყვნენ ოჯახური წყვილები, რომლებიც ერთად ეძებენ გამოსავალს თავიანთი პრობლემებიდან.