
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.
გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.
კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.



13 ივნისს იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ბაგა-ბაღის კოლექტიურ ცენტრში. ესწრებოდნენ ადგილობრივი და დევნილი ქალები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და მათი დაცვის სამართლებრივ გზებზე, გაეროს კონვენციაზე ბავშვთა უფლებების შესახებ.
