იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებთან. ვიზიტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ სოფელში კვლავ გაგრძელდა ქვა-ღორღის მოპოვებითი სამუშაოები მდინარე ბჟუჟიდან. მოსახლეობას ორი მოთხოვნა აქვს: მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება და სამუშაოების შეწყვეტა.
მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა აქცია, რომელზეც მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაჭრიან მოსახლეობის მიერ დასმულ პირველ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის პირობას ვერ იძლევიან.