იურისტის შეხვედრა დევნილებთან ქუთაისში

9 მარტს შედგა იურისტის შეხვედრა ქუთაისში, მუსიკალური სკოლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაზე გაიცა ჯგუფური იურიდიული კონსულტაცია იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რაც საცხოვრებელი ბინების პირად საკუთრებაში დაკანონებას გულისხმობს.

მოქალაქეებმა ასევე მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის  სარგებლობის წესებსა და პროცედურებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფსიქოლოგის შეხვედრები ქუთაისში, სენაკსა და ხურჩაში

  

ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში  გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ძირითადი თემით - ქალთა სოლიდარობა.

ქალების მეგობრობის პრინციპებიც ისეთივეა, როგორც ნებისმიერ ახლო ურთერთობაში: გულწრფელობა, გახსნილობა, პრობლემათა განხილვა, სიმპათია და პატივისცემა, სხვების მოსმენის ნიჭი და მიღება ისეთად, როგორიც არის.

ამას გარდა ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემებზე. ქალებმა ყურადღებით მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევები.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისში

 ქუთაისში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ქუთაისის თავშესაფრის იურისტთან ერთად ფონდი „სოხუმის“ იურისტს დახმარებისთვის მიმართა, რათა მიეღო მსხვერპლის სტატუსი, რაც მას თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. მომზადდა ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას თბილისში. 17 თებერვალს ჩატარდა სხდომა, ქალბატონს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, მას უკვე შეუძლია თავშესაფარში იცხოვროს და გააგრძელოს ფსიქორეაბილიტაცია.

ეს ერთ-ერთი ქეისია  ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის იურისტის ანგარიშიდან.

ამას გარდა მან თებერვალში ჩაატარა 12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტი სოფელ კვირიკეთში

 

თებერვლის ბოლოს იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში. მოსახლეობამ ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: ბუნებრივი აირის მილების ჩაყრის გამო გაფუჭებული საავტომობილო გზა და ზაფხულში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ჭებში წყლის დაშრობა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დაიწერა განცხადება, რომელსაც დასახლების 80-მა პროცენტმა მოაწერა ხელი. შედეგად - უნდა გადაიჭრას კვირიკეთში  იდენტიფიცირებული პრობლემები.

იურისტი ასევე შეხვდა ქალაქ ოზურგეთის  მუზეუმის დირექტორს, რომელმაც თავის მხრივ მუზეუმის რეაბილიტაციის პრობლემა გამოკვეთა. საკითხი დაისვა კულტურის მინისტრის წინაშე და მიღებულია შეპირება, რომ  ახლო მომავალში მოხდება მუზეუმის სრული რეაბილიტაცია.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში

  

12 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან ქუთაისში,  დევნილთა 12 კოლექტიურ ცენტრში.

როგორ დავძლიოთ სასოწარკვეთა, პანიკა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა - ასეთი იყო საუბრების მთავარი თემა.

აღინიშნა: სამყაროში ყველაფერი იცვლება. ადამიანები იბადებიან და კვდებიან, შორდებიან ერთმანეთს და ქორწინდებიან. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სულის სიცარიელე უნდა შევავსოთ და სიამოვნება მივიღოთ. მაშინ სამყაროს  საინტერესო ფერებით გაბრწყინდება, სული კი - ჰარმონიით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები