მცირე პროექტი ფოთში - ჯანსაღი მომავლისთვის

1 2 3 4 5

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს ახალ მცირე პროექტს „გზა ჯანსაღი მომავლისაკენ“. პროექტი ხელს შეუწყობს ნარკომანიის, ლუდომანიისა და ალკოჰოლიზმის სტატისტიკის შემცირებას ფოთის მუნიციპალიტეტში. ეს შესაძლებელი გახდება პროექტში ჩართული ექსპერტების, ფსიქიატრების, ნარკოლოგების, უფლებადამცველების, სასულიერო პირების, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობით. зროექტის პრეზენტაცია საკრებულოს დარბაზში შედგა და გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში

1 2 3 4 5

სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა მასშტაბური სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი იყო  ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და პრობლემაზე დისკუსიების წარმართვა, რათა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა გაიაზრონ თავიანთი როლი პრობლემის პრევენციაში. შეხვედრები ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სამედიცინო პერსონალთან, დევნილ და ადგილობრივ ქალებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“

1 2 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა ფოთის მე-11 და მე-13 საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და პედაგოგებს. ფსიქოლოგმა კი აქტიურად იმუშავა აღსაზრდელებთან, არტ თერაპიის მეთოდის გამოყენებით.  პროცესში ჩაერთნენ აღმზრდელებიც, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ბავშვების ნახატების მეშვეობით ჩაწვდომოდნენ მათ შინაგან სამყაროს. ორივე ბაღში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები და ბავშვებმა ზღაპრების გმირების ენით მიიღეს ინფორმაცია გენდერულ მიდგომებთან და თანასწორობასთან დაკავშირებით.

მუშაობა წარიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი - მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“

1  3 5 6

დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის 6-თვიანი პროექტი „ძალადობის ჯაჭვი.“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის დასკვნითი ნაწილი, ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მე დავიკარგე საკუთარ სახლში“, შეჯამდა მიღწეული შედეგები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბებული ქალთა კლუბის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძონ მუშაობა ძალადობის პრევენციის კუთხით.

.be

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ - ფორუმი წყალტუბოში

1 2 3 4 5 6

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში წყალტუბოს  საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და რეფერირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები და იმსჯელეს პრობლემათა გადაჭრის გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები