საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ცაგერში

1 2 3 4

ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი შეიკრიბა საინფორმაციო შეხვედრაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლინიკაში.

ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით. ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

1 2 3

ხონის საკრებულოს სხდომაზე მალე უნდა გაიტანონ დასამტკიცებლად სამუშაო ჯგუფის მომზადებული სამოქმედო გეგმა. უკვე არსებობს გეგმის საბოლოო ვერსია, თუმცა საკრებულოს სააქტო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამუშაო ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე დაიგეგმა წინა სამუშაო პროცესი, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სამოქმედო გეგმის დამტკიცებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ამბროლაურში

1 2 3

9 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.

ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით.

ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

ნიუსი საქმიანობის პიარისთვის - მეორე ტრენინგი

1 2 3 4

ახალი ამბავი ინტერნეტში, ნიუსის სტრუქტურა, ფოტოების სწორად შერჩევა, მკითხველთა აუდიტორიის გაფართოება - ეს არის ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგზე განხილული საკითხების ერთი ნაწილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, როგორ აისახოს ნიუსში საქმიანობის შედეგები, მიღებული გაკვეთილები და წარმატების ისტორია.

ონლაინ ტრენინგში მონაწილეობდნენ 8 მუნიციპალიტეტის 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, ფონდი „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დამტკიცდა სამოქმედო გეგმა

1 2 3 4 5

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დამტკიცდა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს - ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

გეგმა შემუშავდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები