სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტები ამბროლაურში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ზაფხულს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ორ პროექტს ახორციელებენ.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ პროექტია „ამბროლაურში მცხოვრებ მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში“. პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტი“  ახორციელებს პროექტს, რომლის სახელწოდებაა „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა - ინფორმირებული მოსახლეობა“. პროექტის განხორციელების შედეგად, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისები გამართულად იმუშავებს, თემის მოსახლეობას კი საშუალება მიეცემა, საკუთარი ინიციატივები მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ახალი პროექტების დასაწყისი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მცირე პროექტების განხორციელება დაიწყეს.

„განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ პროექტით „იყავი ინფორმირებული - იქნები ძლიერი“ 4 თვის მანძილზე იმუშავებს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში (ნაგომარი, ჭანიეთი) და სამ დაბაში (ნასაკირალი, ლაითური, ურეკი). პროექტი ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას, რა  მნიშვნელობა აქვს მათ მონაწილეობას  საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში. 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს პროექტს „რა არის საჯარო მმართველობა“. სამთვიანი პროექტი მოიაზრებს საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ მართვაში. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგკურსს, გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რაც შემდგომში სხვების ჩართულობასაც განაპირობებს.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პირველად - ლენტეხის მუნიციპალიტეტში

1 2

ფონდმა „სოხუმმა“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პირველად გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს  სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები: როგორ პასუხობს ადგილობრივი ბიუჯეტი გენდერულ პარამეტრებს, ოჯახური ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საკითხები რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის, რა გამოწვევები არსებობს და რა  იგეგმება  ამ მიმართულებით.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ  კვლევაზე -ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მსგავსი თანამშრომლობა ახალი ინიციატივების დანერგვას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

1 2 

3 4

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების პროცესში. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“ ტრენინგს მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალთან.

შეხვედრის დროს ითქვა, რომ მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას  შორის თანამშრომლობა სასიკეთო ცვლილებების საწინდარი გახდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საპროქტო მუშაობის აქტიური ფაზა

1 2

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, როდის ჩატარდება არჩევნები საქართველოში, მაგრამ ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნა -  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. საპროექტო ჯგუფი ონლაინ შეხვედრებზე იხილავს ყველა აქტუალურ საკითხს.

ფონდი „სოხუმის“ ყველა ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებულია მოწოდება, რომ მოსახლეობამ დააფიქსიროს, რა კითხვას დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მიმდინარეობს კითხვების ჩაწერა. აქტიურ ფაზაშია მუშაობა საინფორმაციო ვიდეორგოლზე.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები