ბაღდათის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

1 2

მერიის, საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები - 12 წევრია სამუშაო ჯგუფში, რომელიც ბაღდათში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე აირჩიეს ჯგუფის ხელმძღვანელი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დებულება, რომლის მიხედვითაც იმუშავებს ეს სტრუქტურული ერთეული. შემუშავდა ადვოკატირების გეგმის სამუშაო ვარიანტი და რეკომენდაციები, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პროექტის დასაწყისი ლანჩხუთში

1 2 3

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც დაიწყო ლანჩხუთში, საქართველოს სასოფლო დარბაზმა.

11 ივნისს გაიმართა ფოკუს-ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა.

პროექტის დაწყებისა და პირველი აქტივობის შესახებ ინფორმაციები განთავსდა ორგანიზაციის ვებგვერდზე http://darbazi.org.ge

საქართველოს სასოფლო დარბაზის მცირე პროექტი ერთ-ერთია იმ 16 პროექტს შორის, რომელიც დაფინანსდა  პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ორი სამთვიანი პროექტი - ლანჩხუთში

1ივნის-აგვისტოში ორი პროექტი განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ეს მუშაობა არის ნაწილი პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“.

„საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა საშუალო ვადიან პერსპექტივაში“ - ასე ეწოდება ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის პროექტს. მისი მიზანია საჯარო მოხელეთა ცოდნისა და უნარების ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ფასილიტაციის საკითხებში, საჯარო მოხელეების ტრენინგსაჭიროებათა კვლევა, აგრეთვე საშუალოვადიანი ტრენინგსტრატეგიის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაცია.

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ეს საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტია. მისი რეალიზების შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისი, ადვილად გასაგები ელექტრონული კომუნიკატორის ვებაპლიკაცია, რაც გაზრდის საკრებულოს გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ლანჩხუთში

1 2 3 4

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. სამუშაო ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვას მუნიციპალიტეტში. ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები. პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების მხრივ. გაკეთდა პრეზენტაცია მონიტორინგის და საჭიროებების კვლევის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ შესამუშავებელი სამოქმედო გეგმები. ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ივნისში დაგეგმილ ტრენინგებზე პიარის, ხილვადობის, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობაზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები