ორი პროექტი - ცაგერის მუნიციპალიტეტში

ცაგერის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორი ადგილობრივი ორგანიზაცია  საინტერესო პროექტებზე მუშაობს.

„აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ - ამ ორგანიზაციის პროექტია „ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტურად განხორციელებისათვის“. პროექტის მნიშვნელობა სათაურშივე ჩანს. ის  ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ხარისხის გაუმჯობესებას.

„ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ პროექტს ეწოდება „მეტი ინფორმირებულობა, მეტი ჩართულობა“. ის მოსახლეობას გააცნობს, რა სერვისებია ცაგერის მუნიციპალიტეტში, როგორ უნდა გამოიყენოს მოქალაქემ ეს სერვისები და ა.შ. პროექტის შედეგად გაიზრდება სერვისების ეფექტიანობა და ეფექტურობა.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან ლენტეხში, ცაგერში, ამბროლაურში

1 2 3 4 5

ლენტეხის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის შესახებ - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო პერსონალისთვის.

გაიმართა აგრეთვე საინფორმაციო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან. საუბარი შეეხო საპროექტო აქტივობებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გამოიკვეთა თანამშრომლობის სურვილი.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა თერჯოლაში

1 2 3

ნინო ჯანელიძე თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარეა. სწორედ ის აირჩიეს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრები, ჟურნალისტი და პიარსპეციალისტი.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამოქმედო გეგმის შემუშავება, საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შეფასება და ანალიზი.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ცაგერის საკრებულოში

1 2 3

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრის თემა, ძირითადად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობის როლი, პრაქტიკა და გამოწვევები იყო. თუმცა საუბარი შეეხო ზოგადად გენდერული თანასწორობის პოლიტიკას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა მიესალმება ფონდ „სოხუმთან“ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივას. მათ ისაუბრეს მუშაობაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. რეგიონში შემთხვევების სტატისტიკა მაღალი არ არის, მაგრამ პრობლემა ხშირად დაფარულია და ამიტომაც კიდევ უფრო რთულია მისი მართვა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა კოვიდ-19-ის პირობებში.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი პროექტის განხორციელება ვანის მუნიციპალიტეტში

1

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვანის მუნიციპალიტეტში ივნის-აგვისტოში ორ პროექტს ახორციელებენ.

„თანადგომა - 2020“ ახალშექმნილი ორგანიზაციაა და მისი პროექტია ,,მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“.

პროექტის დასრულების შედეგად მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითმმართველობა მზად იქნება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები და ალტერნატივები.

ორგანიზაცია ,,მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“  კი ახორციელებს პროექტს „ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინფორმირებულობა და გაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა“.

პროექტი მოაზრებს ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას, მათი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ  თანამშრომლობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები