
ფსიქოლოგის 9 საკონსულტაციო შეხვედრა მოეწყო ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. მათში მონაწილეობა მიიღო 54 ბენეფიციარმა. ჩვეულებრივ, ჯგუფური შეხვედრების შემდეგ იმართება ინდივიდუალური კონსულტაციები. 5 ქალმა რჩევები მიიღო თავის კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ ოჯახურ წყვილთან გაიმართა ორი სესია. ორი ოჯახის წევრებთან, სადაც კრიზისული ურთიერთობებია, 4 სესია მოეწყო. ხდება სატელეფონო კონსულტირებაც. ფსიქოლოგმა თვის განმავლობაში ქუთაისელი ბენეფიციარების 5 ზარს უპასუხა. მთელი ეს მუშაობა ხელს უწყობს რისკის მქონე ოჯახების დახმარებას და ძალადობის პრევენციას, როგორც პროექტშია გათვალისწინებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ქალაქ წყალტუბოს საბავშვო და ბაგა-ბაღების პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გენდერისა და ძალადობის საკითხზე“.



ახალი წლიდან შეიცვალა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრების ფორმატი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ის უკვე არ ატარებს ყოველთვიურ ჯგუფურ შეხვედრებს, არამედ რეგიონებში საჭიროების მიხედვით ჩადის.

