კონფლიქტების იდენტიფიცირებისათვის ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში(ხურჩა და კოკი) ჩატარდა ანკეტირება.
ანკეტირება მიზნად ისახავს, გაირკვეს რა ტიპის, რა მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტები არსებობს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, როგორ რეაგირებენ, რას აკეთებენ კონფლიქტურ სიტუაციებში.
ანკეტების ანალიზის შედეგად მოხდება კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება ცალკეული ქალაქების მიხედვით, რის შემდეგაც მოდერატორთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა. განისაზღვრება ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფუნქციები სამივე ქალაქში: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეძლონ კრიზისული სიტუაციების მართვა და კონფლიქტების მოგვარება ადრეულ სტადიაში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)


ფონდ „სოხუმში“ მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი გენდერულ საკითხებში. ჯგუფის კონსულტანტი შეხვდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს, რაც მოიაზრებს ფონდ „სოხუმთან“ მჭიდრო თანამშრომლობას.




