
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მეორე თვეა, ახორციელებს მცირე პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები მე-7 და 21-ე სკოლის დირექტორებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ამას გარდა, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა 21-ე სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.


რადიო „რიონმა“ მოამზადა და 20 მარტს ეთერში გაუშვა გადაცემა თემაზე „საქართველოს მიერ განვლილი გზა ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად ნაყოფიერი ნიადაგის შექმნისკენ“.





