
ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ძირითადი თემით - ქალთა სოლიდარობა.
ქალების მეგობრობის პრინციპებიც ისეთივეა, როგორც ნებისმიერ ახლო ურთერთობაში: გულწრფელობა, გახსნილობა, პრობლემათა განხილვა, სიმპათია და პატივისცემა, სხვების მოსმენის ნიჭი და მიღება ისეთად, როგორიც არის.
ამას გარდა ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემებზე. ქალებმა ყურადღებით მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევები.



ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ინიციატივით საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.


