
„არაერთი ჩვენი ახლობელი გამხდარა ამ დაავადების მსხვერპლი. ქალბატონი ლალისგან წამოსული პოზიტივი არის პირდაპირი გზავნილი მათთვის, ვისაც განკურნების რწმენა დაკარგული აქვს. მივესალმები იმ დიდ საქმეს, რასაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო აკეთებს. მუნიციპალიტეტი მათი მხარდაჭერის საკითხში სხვებისთვის სამაგალითო იქნება“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
მსგავსი ემოციური გამოსვლების ფონზე ჩატარდა პროექტის „კიბო განაჩენი არ არის“ პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის და მხარის ხელმძღვანელი პირები და საბჭოს წევრები დაესწრნენ.
პროექტი კიბოთი დაავადებული პაციენტების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას ითვალისწინებს.
იდეა საკრებულოს დეპუტატს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ლალი სიჭინავას ეკუთვნის.
იდეა საკრებულოს დეპუტატს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ლალი სიჭინავას ეკუთვნის.
„კიბო არ არის საბოლოო განაჩენი, მისი დამარცხება შესაძლებელია და ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. მთავარი - ადამიანის შინაგანი განწყობა, ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერაა“, - აღნიშნა ქალბატონმა ლალიმ.
პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს. პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 50 ბენეფიციარი ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით


ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.


15 ივლისს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორ აფასებენ მონაწილეები 29-30 ივნისს ბათუმში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საბჭოების ქსელურ შეხვედრას? ვინ რა შეიძინა, რაში გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას, - ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საბჭოს წევრებმა.


