ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, რათა მეტად ფლობდნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროგრამების შესახებ. ამის თაობაზე შემდგომ ცნობას აწვდიან ქალებს სამობილიზაციო შეხვედრების თუ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული ღონისძიებების დროს.
მობილიზატორები სისტემატურად ხვდებიან ადგილობრივი სოციალური სამსახურის და საკრებულოს წარმომადგენლებს, აცნობენ მათ ინფორმაციას ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და სერვისების (უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები) შესახებ.
ივნისის შეხვედრებზე ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებზე სოციალურად დაუცველთათვის და დევნილებისათვის.
ასეთი შეხვედრები აფართოებს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


15 ივნისს ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი შეხვდნენ ქუთაისის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და მათ პედაგოგებს. სულ ესწრებოდა 12 ადამიანი. ბენეფიციარებმა ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. გამოთქვეს სურვილი, რომ იყვნენ დასაქმულები და ჩართულები ქალაქის ცხოვრებაში. მათ სტუმრებს სიამაყით დაათვალიერებინეს ხელნაკეთობები (ნაქარგები, ნახატები, სამკაულები).
დასრულდა კვლევა, რომელიც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამ ეტაპზე კვლევამ მოიცვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები.

ახალგაზრდული კლუბის კიდევ სამ შეხვედრაზე განიხილეს ტრეფიკინგის თემა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.



ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მესამე შეხვედრა კი ჩატარდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის გამგეობაში, სადაც ქალბატონებთან ერთად დაესწრნენ მამაკაცებიც.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.