{youtube}_6xuFWYsLbc{/youtube}

პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „ სოხუმის“ მხარდაჭერით.
პროექტის მონაწილეებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის შექმნაზე, საბავშვო ბაღებში გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ეკოსანიტარიის თემებზე ჩატარებულ ვორკშოპებსა და შედეგებზე.

სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.
სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.
სენაკის მე-7 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის თემაზე და ფემინიზმის ისტორიაზე.
კონფლიქტოლოგიაში ჩატარებული ვორკშოპები ქალთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს, რამდენად არის ქალის უფლებები დაცული საქართველოში და ქართული სტერეოტიპები, მენტალიტეტი რა გავლენას ახდენს ოჯახურ კონფლიქტებზე.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ახალგაზრდული კლუბის შეხვედრაზე გოგონებმა საყვედურით თქვეს, რომ ბიჭებმა არ მიულოცეს 8 მარტი, რაზეც ბიჭებმა განაცხადეს, რომ 8 მარტი არ არის დღესასწაული - ის არის სოლიდარობის, უფლებების დაცვის დღე.
როგორ უნდა იქნეს მიწოდებული ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ და რომელსაც ყველა - მშობელი, მასწავლებელი, ექიმი - ცდილობს ერთმანეთს „მიუგდოს“; რას მოიცავს გენდერული განათლება; რა განაპირობებს საკითხებისადმი გენდერულ მიდგომას - ანუ - გამოკვეთილად ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მრავალრიცხოვან ოჯახებში, მოვალეობებისა და როლების ოპტიმალურ და სამართლიან განაწილებას; რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ხარვეზები მოზარდების აღზრდა-განათლებაში და როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ კუთხით სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ...
