ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“, სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.
გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.
გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.


6 მარტს ფოთის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა ჩაატარა აქცია, დაარიგა საინფორმაციო ფურცლები და მოსწავლეებს მოუთხრო ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ.

გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ გამართა წარმოდგენები. მაყურებელთა შორის სჭარბობდნენ მოსწავლეები.

ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა 12 მოსწავლის მონაწილეობით.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.
ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.