მარტის თვეში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 7 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრსა და 6 კოლექტიურ ცენტრში თემაზე „მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“. შეხვედრას ესწრებოდა 66 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე: სამეზობლო ურთიერთობები, საკრედიტო ვალდებულებები, სოციალურად დაუცველთა საკითხები, განქორწინება და მისი პროცედურები.

ქუთაისში, სასტუმრო „რივერსაიდში“ ქუთაისის



20 მარტს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გუბაზ სანიკიძესთან (პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ ფარგლებში).
„დიზაინი და პროექტის მართვა“ - ასეთი იყო სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს

ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკში ჩატარებულ ვორკშოპზე ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს ინფორმირება საკუთარ უფლებებზე, რადგან ქალზე ძალადობა სწორედ მათი უფლებების დარღვევით იწყება.