ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური კონსულტაციები. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 16-დან 64 წლამდე ასაკის 40 ქალმა.
შეხვედრები მიეძღვნა თემას „ოჯახური კომუნიკაციის მოდელი“ (ვირჯინია სატირის, ოჯახური თერაპიის კონცეფციის ფუძემდებლის მიხედვით).
მონაწილეებმა იმუშავეს ტესტზე „შეგვიძლია თუ არა მოსმენა“.
შეხვედრები ნაყოფიერი გამოდგა. ამაზე მეტყველებს ქალების ფიდბეკი:
-დიდი მადლობა ამ მუშაობისთვის. ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციაა ურთიერთობების შესახებ.
- სამწუხაროა, რომ ამას არსად არ ასწავლიან.
- ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბევრი რამ გავიგე საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ის, რომ არ მცოდნია მოსმენა. რა თქმა უნდა, აქედან მოდის ჩემი კოფლიქტებიც ახლობელ ადამიანებთან...
- ჩატარებულმა ტესტმა ცვლილებებისკენ მიბიძგა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურისტი 7 მაისს სენაკში შეხვდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და სენაკის გენდერული საბჭოს მუშაობის შესახებ. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალურად დაცვის მინისტრის ბრძანება #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესსა და პროცედურებზე.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს გენდერული საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებულ სამზადისზე. შეფასება მაისშია დაგეგმილი. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჩაატარა სპეციალური ვორკშოპი კვლევის მეთოდებსა და ტექნიკაზე.

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში ხშირად გადის სიუჟეტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ, ინფორმაციები იწერება გაზეთ „კოლხეთშიც“.
საკითხებზე.

ქალებისათვის რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ყოველთვის საჭირო და საინტერესოა. ამჯერად ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა შეხვედრა ჩაატარა კოკის საჯარო სკოლაში. ესწრებოდნენ სოფელ კოკში მცხოვრები ქალბატონები.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
აპრილში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს.


