სენაკის, ქუთაისის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგი შეხვდა 28 ქალბატონს 22-დან 65 წლამდე.
საუბრის თემა: ქალური შიშები, შიშის ენა და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
შიში ყველას უგრძვნი, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ დაამარცხოს შიში.
ფსიქოლოგის რეკომენდაციებიდან:
სანამ შიში მნიშვნელოვან ინტენსივობას არ მიაღწევს და პანიკაში არ გადაიზრდება, გაურკვევლობასა და შიშის მიზეზებზე უნდა იმოქმედოთ - ანუ გააფართოოთ თქვენი ცოდნა, ისწავლოთ პრიორიტეტების დასმა, პრობლემას ყველა მხრიდან შეხედოთ და გააანალიზოთ. თხოვნაც უნდა შეძლოთ, სიამაყის მიუხედავად - თუ არ თხოვთ, ვინ დაგეხმარებათ?

კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
9 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსი. ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, სადაც ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულო, გამგეობის - წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით.

9 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.

მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.