ფონდი „სოხუმი“ წლებია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით. შემუშავებულია და გამოცემულია არაერთი დოკუმენტი თუ მეთოდური სახელმძღვანელო.
ამჯერად შემუშავდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი - ეს არის ნიმუში, მოდელი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის გაწერა.
გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით




ვებ-პორტალში „New Press“ დაიბეჭდა სტატია „გენდერული თანასწორობის მიღწევის მოწინავე გამოცდილება სლოვაკეთის მაგალითზე“. სტატია წარმოადგენს სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის პიტერ გურანის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში.
გაზეთ „P.S.“-ში დაიბეჭდა სტატია „ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა პოლონეთის მაგალითზე“ (სტატიის ავტორი - ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში).


