
წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა მოდერატორის ინფორმაციები მოისმინეს: რა ტიპის კონფლიქტური სიტუაციები გამოიკვეთა საინფორმაციო შეხვედრებზე და რამდენად არის შესაძლებელი მათი ადრეულ სტადიაში მოგვარება.
ახალი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს და ფუნქციები გაინაწილეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფს უკვე დაუგროვდა კონფლიქტებზე დროულად რეაგირების გამოცდილება. შეხვედრები თემის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან - ეს აქტივობები სამოქმედო გეგმის ნაწილია, რაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელდება.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „ბიჭვინთაში“. ისაუბრეს პროექტზე „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“, რომელიც მოიცავს მედიცინის მუშაკთა მომზადებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარებისათვის. ცენტრის პერსონალი ინტერესით ჩაერთვება მუშაობაში, რადგან ეს გამოცდილების მიღების კარგ შესაძლებლობად მიაჩნიათ.








